მონტენეგროს ტურიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოგორიის ტურიზმი)

მონტენეგრო არის პატარა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა მდიდარი არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობით, მრავალფეროვანი კლიმატითა და ბუნებით. მონტენეგრო ცდილობს გახდეს ელიტური ტურიზმის ზონა. ის არის სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულების ადგილი. 2007 წელს ქვეყანას დაახლოებით მილიონ ტურისტი ეწვია, რამაც ქვეყანას დაახლოებით 480 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა (წინა წელთან შედარებით 39%–ით მეტი.).

პოდგორიცა.
მონტენეგროს ეროვნული თეატრი.
ხელოვნების სკოლა პოდგორიცაში.
ეროვნული ბიბლიოთეკა პოდგორიცაში.
ხელოვნების სკოლა ცეტინეში.
კულტურის სამინისტრო ცეტინეში.
სამეფო თეატრი ცეტინეში.

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, მონტენეგროში ტურისტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ეს არის მოძველებული გზები და პრობლემები წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე.

პოპულარული ადგილები

რედაქტირება

ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი რეგიონი

რედაქტირება

მონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლი შეადგენს 295 კილომეტრს. საიდანაც 72 კილომეტრი არის პლაჟები. ამ ზოლში მრავლადაა შემორჩენილი ძველი ანტიკური ციხე ქალაქები. ჩრდილოეთი სანაპიროს მთავარი სანახაობები არის:

ზღვის სანაპიროს სამხრეთი რეგიონი

რედაქტირება

სამხრეთი სანაპიროს რეგიონი ცნობილია მისი ქვიშის პლაჟებით, ღამის ცხოვრებით და ანტიკუტრი ციხე–ქალაქებით:

  • ულცინის ძველი ქალაქი – კალაია ციკლოპური კედლებით და მონტენეგროს ყველაზე გრძელი პლაჟით;
  • ძველი ქალაქი ბარი, "ცოცხალი მუზეუმით";
  • ადა-ბოჟანა, მონტენეგროს ყველაზე სამხრეთით მდებარე პლაჟი.
  • სკადარის ნაკრძალი, მიგრაციული ფრინველების ევროპის ერთე-ერთი უდიდესი საბუდარი.
  • ვალდანოსის ზეთისხილის კორომები.

ჩრდილოეთი რეგიონი

რედაქტირება

ჩრდილოეთი რეგიონი არის მონტენეგროს სამთო ტურიზმის ცენტრი. აქ არის სათხილამურო კურორტები. დურმიტორის მთათა მასივის დიდი ტერიტორია გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. ჩრდილოეთში მდებარე ტურისტული დანიშნულების ადგილებია:

ცენტრალური რეგიონი

რედაქტირება

ცენტრალურ რეგიონი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, იქ შედარებით ნაკლები ტურისტული დანიშნულების ადგილებია:

2012 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები

რედაქტირება
ადგილი# ქალაქი ტურისტი გატარებული ღამე
1 ბუდვა 691 658 4 198 773
2 ჰერცეგ-ნოვი 229 063 1 817 434
3 ბარი 155 770 1 226 010
4 ულცინი 124 562 921 949
5 კოტორი 56 051 303 900
6 პოდგორიცა 52 889 102 875
7 ტივატი 44 045 389 812
8 ჟაბლიაკი 25 100 55 698
9 კოლაშინი 21 700 42 848
10 ცეტინე 10 937 34 889

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება