ჩაქვის მიწერილი სანადირო მეურნეობა

ჩაქვის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ აჭარის ასსრ-ში. რესპუბლიკის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო ჩაქვის სატყეო მეურნეობის სანადირო სავარგული 4 00 ჰექტარის ფართობით. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით — ქობულეთის რაიონი, ხოლო სამხრეთით — ქედის რაიონი.

მეურნეობის რელიეფი ძირითადად მთაგორიანი და ხევებით მდიდარი ოყო. სანადირო მეურნეობა განლაგებული იყო ტყიან ზოლში სადაც მოიპოვებოდა რელიქტური ჯიშები: პონტიის მუხა, მედვედევის არყი და უნგერნის შქერი.

სანადირო ცხოველებიდან აქ გავრცელებული იყო: შველი, კურდღელი, დათვი, კვერნა, მელა, ტურა, ციყვი, მაღალ სარტყელში — კავკასიური როჭო, გარეული მტრედი და სხვ. იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე ფოცხვერიც; გადაფრენის დროს კი — ტყის ქათამი და მწყერი. ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად ამ მეურნეობას მეტი შესაძლებლობა ექნებოდა კოლექტიური ნადირობის მოწყობისა.

ლიტერატურა რედაქტირება