ჩარლზ I
ჩარლზ I სტიუარტი (ინგლ. Charles I; დ. 19 ნოემბერი, 1600, დანფერმლაინი, შოტლანდია — გ. 30 იანვარი, 1649, უაიტჰოლის სასახლე, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე 1625 წლის 27 მარტიდან სიკვდილამდე.
ჩარლზ I სტიუარტი | |
---|---|
Charles I Stuart | |
ვან დაიკის მიერ 1636 წელს შესრულებული ჩარლზის პორტრეტი | |
ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 2 თებერვალი 1626 |
მმართ. დასაწყისი: | 27 მარტი 1625 |
მმართ. დასასრული: | 30 იანვარი 1649 |
წინამორბედი: | ჯეიმზ I |
მემკვიდრე: |
ჩარლზ II (ინგლისი) (დე იურე) ოლივერ კრომველი (დე ფაქტო) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 ნოემბერი 1600 |
დაბ. ადგილი: | დანფერმლაინი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 30 იანვარი 1649 (48 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | ანრიეტა მარია ფრანგი |
შვილები: |
1. ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგი 2. ჩარლზ II, ინგლისის მეფე 3. მერი, ორანჟის პრინცესა 4. ჯეიმზ II, ინგლისის მეფე 5. ელიზაბეთი 6. ანა 7. ქეთრინი 8. ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი 9. ჰენრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ I, ინგლისის მეფე |
დედა: | ანა დანიელი |
რელიგია: | პროტესტანტიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1625 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ჩარლზ I სტიუარტი.მეფემ თავიდანვე განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა თავის მინისტრებს, მაღალი თანამდებობის მოხელეებს,ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს , რომლებიც მისი სიმპატიით სარგებლობდნენ.ის ანგარიშს არ უწევდა პარლამენტის აზრს.პარლამენტი მკაცრად აკრიტიკებდა მინისტრებს , რომელთა საქმიანობას ინგლისისთვის წარმატება არ მოჰქონდა.მეფემ ურჩი პარლამენტი დაითხოვა , მაგრამ მის მიერ დაწესებული გადასახადები პარლამენტის გარეშე უკანონოდ ითვლებოდა. 1628 წელს ჩარლზი იძულებული გახდა , პარლამენტი მოეწვია.პარლამენტმა მეფეს წარუდგინა ,,პეტიცია უფლებათა შესახებ".
მუხლი 10:
პასუხად მეფემ ისევ დაითხოვა პარლამენტი და ინგლისში მკაცრი ერთმმართველობა დაამყარა.
ვითარება მხოლოდ 1640 წელს შეიცვალა.შოტლანდიასთან დაწყებული ომის გამო იძულებული გახდა, ისევ მოეწვია პარლამენტი. ის 1640 წლიდან 1653 წლამდე მუშაობდა და „ხანგრძლივი პარლამენტი“ ეწოდა. პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა მეფის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მათ მიიღეს 204-მუხლიანი დოკუმენტი, რომელშიც მეფის პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.პარლამენტმა გააუქმა მეფის შემოღებული უკანონო გადასახადები და სხვა კანონებიც. აიკრძალა პარლამენტის დათხოვნა მისი თანხმობის გარეშე.პარლამენტი ცდილობდა,მოეპოვებინა მინისტრების დანიშვნისა და მეფის სხვადასხვა ქმედებათა კონტროლის უფლება.
პარლამენტში მეფის მომხრეებიც იყვნენ , ძირითადად,უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. მათ ,,კავალეტებს" უწოდებდნენ. ისინი მეფის უფლებების ასეთ შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ,სამეფოში ძველი წესრიგი შეენარჩუნებინათ.
მათი მოწინააღმდეგეები კი , რომლებსაც მეფის მომხრეები "მრგვალთავიანებს" უწოდებდნენ - ძირითადად წვრილი მემამულეები - პარლამენტის უფლებების გაძლიერებას, ახალი ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებას უჭერდნენ მხარს. ამ დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა ოლივერ კრომველი. დაპირისპირება მეფესა და პარლამენტის გარკვეული ნაწილის შორის უკიდურესად გამწვავდა. მეფე იძულებული გახდა , თავის მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა ლონდონი და იორკში დაბანაკებულიყო. კრომველმა 1645 წ. ნეიზბის ბრძოლაში გაანადგურა მეფის მომხრეები. ჩარლზმა კიდევ სცადა ბრძოლა ტახტისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად , მაგრამ ის ტყვედ ჩავარდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ,,არაბუნებრივი , მკაცრი და სისხლისმღვრელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაში" და მეფეს სიკვიდილი მიუსაჯა. 1649 წელს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 84.