ჩარლზ ბელი (ინგლ. Charles Bell დ. 12 ნოემბერი, 1774, ედინბურგი — გ. 28 აპრილი, 1842, ჰელოუპარკი, ვუსტერის მახლობლად) — შოტლანდიელი ანატომი, ფიზიოლოგი და ქირურგი. 1836-დან ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. შეისწავლა ნერვული სისტემის ანატომიისა და ფიზიოლოგიის საკითხები, შეადგინა ქირურგიის ორტომიანი სახელმძღვანელო. პირველმა დაადგინა (1811), რომ ზურგის ტვინის ნერვების წინა ფესვები შეიცავს მამოძრავებელ ბოჭკოებს, უკანა კი მგრძნობიარეს. ბელის მიერ გამოქვეყნებული ექსპერიმენტული მონაცემები საფუძვლად დაედო ე. წ. ბელ-მაჟანდის კანონს.

ჩარლზ ბელი

ლიტერატურა

რედაქტირება