თენგიზ ჩანტლაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩანტლაძე, თენგიზ)

თენგიზ ჩანტლაძე (დ. 5 ივნისი, 1933 — გ. 7 სექტემბერი, 1988) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976) და საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

თენგიზ ჩანტლაძე

თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი პერსონაჟი, მილიციის უფროსი გვარამია
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1933
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 1988 (55 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
განათლება სპი
საქმიანობა მსახიობი
რელიგია მართლმადიდებლობა
მეუღლე(ები) ზაირა ჩანტლაძე

თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“). 1957 წლიდან კონფერენსიედ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე. 1960–1961 წლებში იგი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. 1962 წელს ჩანტლაძემ ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც, დირექტორიც და წამყვანი მსახიობიც თვითონ ჩანტლაძე იყო. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი სახელმწიფო ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად გარდაიქმნა. თენგიზ ჩანტლაძე 1988 წლის 7 სექტემბერს თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლუარსაბ თათქარიძე, მილიციის უფროსი გვარამია, ვანო ხიმშიაშვილი და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1982: საქართველოს სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება