ჩანდრა შეკჰარი
ჩანდრა შეკჰარი
ინდოეთის დროშა ინდოეთის მე-8 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ნოემბერი 1990 – 21 ივნისი 1991
პრეზიდენტი  ვანასვამი ვენკატარამანი
წინამორბედივიშვანათ პრატაპ სინგჰი
მემკვიდრეპამულაპარტი ვენკატა ნარასიმჰა რაო

პარტია ჯანატას პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1977 – 1988
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრეაჯიტ სინგჰი

ლოკ-საბჰას პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1989 – 2007
წინამორბედიჩანდრიკა პრასადი
მემკვიდრეჯაგანათ ჩოუდხარი

რაჯია საბჰას პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1962 – 1977

დაბადებული17 აპრილი 1927
იბრაჰიმპატი, აგრა და აუდის გაერთიანებული პეოვინციები, ბრიტანეთის ინდოეთი (ამჟამად უტარ-პრადეში)
გარდაცვლილი8 ივლისი 2007 (80 წლის)
ნიუ-დელი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიასამაჯვადი ჯანატა
მეუღლედუჯა დევი
შვილები2
განათლებაალაჰაბადის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ჩანდრა შეკჰარი ( ჰინ. चन्द्रशेखर सिंह ; დ. 1 ივლისი, 1927 — გ. 8 ივლისი, 2007) — ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე, ინდოეთის პრემიერ - მინისტრი 1990 წლის 10 ნოემბრიდან 1991 წლის 21 ივნისამდე. ხელმძღვანელობდა ჯანატა დალის სეპარატისტული ფრაქციის უმცირესობის მთავრობას ინდოეთის ეროვნული კონგრესის გარე მხარდაჭერით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩანდრა შეხარი დაიბადა 1927 წლის 17 აპრილს რაჯპუტის ოჯახში, იბრაჰიმპატში სოფელ ბალიაში, უტარ პრადეში. ღარიბი გლეხის ოჯახში [1] წარჩინებით დაამთავრა სკოლა, შემდეგ ალაჰაბადის უნივერსიტეტი ( პოლიტიკის მაგისტრი) 1951 წელს. იყო სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა აქტიური სოციალისტი პოლიტიკოსი, რ.ლოჰიას თანამებრძოლი.[2]

შეუერთდა სოციალისტურ მოძრაობას. იგი აირჩიეს სახალხო სოციალისტური პარტიის რაიონული ორგანიზაციის მდივნად. მოგვიანებით იგი აირჩიეს სახალხო სოციალისტური პარტიის სახელმწიფო მდივნად უტარ-პრადეშის შტატში. 1955-1956 წლებში მუშაობდა პარტიის გენერალურ მდივნად. მისი, როგორც პარლამენტარის კარიერა დაიწყო 1962 წელს, როდესაც შტატთა საბჭოში აირჩიეს უტარ-პრადეშიდან. [3]

ჩანდრა შეკჰარი იყო სოციალისტების გამოჩენილი ლიდერი. იგი შეუერთდა ინდოეთის ეროვნულ კონგრესს (INC) 1964 წელს ( კონგრესი დატოვა 1975 წელს, პარტია ჯანატას წევრი იყო 1977-1988 წლებში, ხოლო ჯანატა დალის წევრი — 1988-1990 წლებში). 1962 წლიდან 1967 წლამდე — სახელმწიფოთა საბჭოს წევრი. 1967 წელს ჩანდრა შეკჰარი პირველი კონგრესის წევრებიდან პირველი შევიდა ლოკ საბჰაში (პარლამენტში) . მან სასტიკად გააკრიტიკა ინდირა განდი მისი საქმიანობისთვის. 1975 წელს ამან გამოიწვია კონგრესში განხეთქილება. ის საგანგებო მდგომარეობის დროს დააკავეს და ციხეში ჩასვეს.

 
მოჰამედ მოსადაკ ალის შეხვედრა ინდოეთის პრემიერ მინისტრ ჩანდრა შეხარ სინგს დაკას ზიას საერთაშორისო აეროპორტში.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩანდრა შეკჰარი სახალხო პარტიის პრეზიდენტი გახდა. საპარლამენტო არჩევნებში სახალხო პარტიამ კარგი შედეგები აჩვენა და ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა მორარჯი დეასაის ხელმძღვანელობით. 1988 წელს მისი პარტია, რომელიც გარდაიქმნა ჯანატა დალის პარტიად, გაერთიანდა სხვა პარტიებთან და ჩამოაყალიბა მთავრობა ვიშვანათ პრატაპ სინგჰის ხელმძღვანელობით. კოალიციასთან ურთიერთობა გაუარესდა და ჩანდრა შეკჰარმა შექმნა სოციალისტური ფრაქცია. კონგრესის მხარდაჭერით, რომელსაც ხელმძღვანელობდა რაჯივ განდი. ვიშვანათ პრატაპ სინგჰი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.[4]

 
შრი ჩანდრა შკჰარის ფიცის დადების ცერემონია ინდოეთის პრემიერ მინისტრად რაშტრაპატი ბჰავანის წინა მოედანზე

1990 წლის 10 ნოემბერს იგი გახდა პრემიერ-მინისტრი (პარლამენტში მიღებული ხმების მიხედვით, ჰყავდა 269 მომხრე და 204 მოწინაარმდეგე), იმავდროულად ეკავა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები. ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა გაეფართოებინა სინგჰის მთავრობის საგარეო მხარდაჭერა, რათა თავიდან აეცილებინა ვადამდელი არჩევნები. ურთიერთობა სწრაფად დაიძაბა, რადგან კონგრესმა ის დაადანაშაულა რაჯივ განდის მიმართ ჯაშუშობაში. კონგრესმა ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და 1991 წლის 6 მარტს ჩანდრა შეხკჰარმა გადადგომის შესახებ განაცხადება გააკეთა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა არჩევნებამდე. პ.ნარასიმჰა რაოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, მისი პოლიტიკური გავლენა მკვეთრად შემცირდა, თუმცა გარდაცვალებამდეი ხელახლა აირჩიეს ლოკ-საბჰაში.

ჩანდრა შეკჰარ სინგჰის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა.[5]

  1. Ghai, Rajat (7 May 2014). „The office of Prime Minister: A largely north Indian upper-caste, Hindu affair“. Business Standard India. ციტირების თარიღი: 8 September 2020.
  2. The rise of Socialist politics under Chandra Shekhar. In the Janata-coalition government that came to power in the aftermath of that election, Chandra Shekhar willingly gave up his claim to a Cabinet ministerial role that he was offered in favour of his fellow-Young Turk Mohan Dharia. That was just one instance of Chandra Shekhar’s deep commitment and loyalty towards his friends which is a recurring theme in the book. A rare occurrence in an opportunistic political world—Chandra Shekhar was also upright and forthright, not prone to hypocrisy like the commonplace politicians. Sometimes his straight talk stunned even seasoned politicians like Ram Manohar Lohia and Indira Gandhi.
  3. Movers and Shakers Prime Minister of India by Scharada Dubey – 2009 During the emergency, Chandra Shekhar was among the very few individuals from the ruling Congress party to be sent to jail.
  4. "Chandra Shekhar critical". The Hindu. 8 July 2007. Retrieved 11 December 2014.
  5. "Chandra Shekhar's ashes immersed in Siruvani". The Hindu. 13 August 2007. Retrieved 11 December 2014.