ჩათირქოლი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩათირქოლის ტბა)

ჩათირქოლი (ყირგ. Чатыр-Көл — ციური ტბა) — გაუდინარი ტბა ცენტრალურ ტიან-შანში, ყირგიზეთში. მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულში, ათბაშისა (ჩრდილოეთი) და თორუგართაუს (სამხრეთი) ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 153,5 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16 მ.

ჩათირქოლი
კოორდინატები: 40°38′ ჩ. გ. 75°17′ ა. გ. / 40.633° ჩ. გ. 75.283° ა. გ. / 40.633; 75.283
მდებარეობა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3530 
სიგრძე 23 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 153,5 კმ²
მოცულობა 0,62 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 58 კმ
მაქსიმალური სიღრმე 16 
ჩათირქოლი — ყირგიზეთი
ჩათირქოლი

ტბის წყალი მტკნარია, აღმოსავლეთ ნაწილში — მომლაშო. რელიეფი წარმოადგენს სუსტად დანაწევრებულ ტბიურ-მდინარეულ აკუმულაციურ ვაკეს. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირი ძირითადად ჭაობურია, ჩრდილოეთი — კლდოვანი. უმეტესად საზრდოობს თოვლის წყლით. გაყინულია ნოემბრიდან მაისამდე. ტბის სიახლოვეს გადის ავტოტრასა ბიშკეკი — კაშგარი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება