ჩათახი
მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში
ჩათახი — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე კეჩუთისხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2630 მ. აგებულია ზედაპლიოცენურ-შუამეოთხეული დიაბაზული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავებით. ჩათახის ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია მაღალმთის მდელოს მცენარეულობით.
ჩათახი | |
---|---|
კოორდინატები: 41°17′41″ ჩ. გ. 43°58′16″ ა. გ. / 41.29472° ჩ. გ. 43.97111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2630 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | დიაბაზული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.