ჩაგირი
ჩაგირი (ლათ. Bergenia) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. უფრო ჩვეულებრივია სქელფოთოლა ჩაგირი (ლათ. Bergenia crassifolia), რომელიც გვხვდება ციმბირში, მონღოლეთსა და ნაწილობრივ შუა აზიის მაღალმთის სარტყელებში კლდეებსა და ქვიან ადგილებზე. მისი ფესურა და ფოთლები შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. იყენებენ სამკურნალოდ, ხმარობენ ჩაის ნაცვლად (ფოთლების ნაყენი).
ჩაგირი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სქელფოთოლა ჩაგირი — გვარის ტიპური სახეობა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Bergenia Moench, 1794 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 68.