შჩუროვსკის მწვერვალი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
შჩუროვსკის მწვერვალი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე — ჩათინის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4269 მ. გაწოლილია მწვერვალ უშბის სიახლოვეს. აგებულია გრანიტებით და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. არის მწვერვალზე მისასვლელი რამდენიმე მარშრუტი.[1] სახელი ეწოდა რუსეთის სამთო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის ვლადიმერ შჩუროვსკის პატივსაცემად.
შჩუროვსკის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′33″ ჩ. გ. 42°40′20″ ა. გ. / 43.142583° ჩ. გ. 42.672222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4269 მ |
ქედი | ჩათინის ქედი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტი და კრისტალური ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 64.