შუა სამწყარო
შუა სამწყარო — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ავნევის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონისა და შუა ფრონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 940 მეტრი, ყორნისიდან 6 კილომეტრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 51.