დიღმის კარი
(გადამისამართდა გვერდიდან შუა კარი)
დიღმის კარი, შუა კარი — კარიბჭე ფეოდალური ხანის თბილისის (კალის) გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კედელში, დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ-ერთი განშტოება.
დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეთუბანთან. აქ იწყებოდა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგზაო არტერია, რომელიც მიუყვებოდა ახლანდელი ვერცხლის და კოტე აფხაზის ქუჩების ხაზს. დიღმის კარი უკავშირდებოდა კოჯრის კარს კვირაცხოვლის (ახლანდ. ალ. დიუმას) ქუჩით და მეიდნის, ანუ მუხრანის კარს — დღევანდელი შ. ნიშნიანიძის ქუჩით.
დიღმის კარი ცნობილიიყო ასევე „შუა კარის“ სახელით „ქვემო კარსა“ და „მაღლა კარს“ შორის მდებარეობის გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 32, 91. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985.
- ბერიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.