პუშკინის ქუჩა (თბილისი)

ალექსანდრე პუშკინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში (გარეთუბანი), კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე. ეს სახელი ქუჩას ეწოდა 1880 წელს თბილისის თვითმმართველობის ხმოსნის, ნიკო ნიკოლაძის წინადადებით. ალექსანდრე პუშკინი 1829 წელს, თბილისში ყოფნის დროს, ახლანდელი №5 შენობის ადგილას მდგარ ორსართულიან, ხის მოჩუქურთმებულაივნიან ტრაქტირში ცხოვრობდა.

პუშკინის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი მთაწმინდის რაიონი და კრწანისის რაიონი

ადრე აქ ავანაანთხევი ჩაედინებოდა, რომლის აღმოსავლეთ ნაპირს ქალაქის კედელი გასდევდა (შემონახულია ფრაგმენტები). XIX საუკუნის 20-30-იან წლებში დაიწყო ხევის ამოვსება და ქუჩის განაშენიანება. ქუჩაზე მრავლად იყო ჩაიხანები და სამიკიტნოები. შემდეგ (ახლანდელი საქართველოს ბანკი). 1885 საკვირაო ბაზრობის ტრადიციულ ადგილზე გაშენდა სკვერი, სადაც 1892 დაიდგა ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი (მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი). ალექსანდრე პუშკინისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში დგას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა (ყოფილი სასულიერო სემინარია. XIX საუკუნის 30-იანი წლები; არქიტექტორი ჯ. ბერნარდაცი). შემონახულია XIX საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

პუშკინის ბიუსტი

ლიტერატურა

რედაქტირება