დაბლა კარი, წყლისკარი, ქვემო კარი — ფეოდალური ხანის თბილისის ერთ-ერთი კარიბჭე ქალაქის გალავნის ჩრდილოეთ კედელში, რომელიც მტკვრის უშუალო სიახლოვეს იყო განლაგებული; აქედან მომდინარეობს კარიბჭის სხვა სახელწოდებები: „წყლისკარი“, „ქვემო კარი ხიდით“ (ვახუშტი).

თბილისის ვახუშტისეული გეგმის ქრომოლითოგრაფია. „ქვემო კარი ხიდით“ დატანილია, როგორც №24.

დაბლა კარი განლაგებული იყო დაახლოებით დღევანდელი ბარათაშვილის და შავთელის ქუჩების შერთვის ადგილას. მისი გავლით ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირდაპირ ანჩისხატის უბანში შედიოდა. XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის ზეობის ხანაში, თბილისის საფორტიფიკაციო სისტემის განახლებასთან დაკავშირებით, კარიბჭე გაუქმდა. სახელწოდება აიხსნება იმ გარემოებით, რომ კარიბჭე ამ მხარეს გამოსული სხვა (მოედნის, დიღმის, კოჯრის) კარებთან შედარებით დაბლა მდებარეობდა.

ლიტერატურა რედაქტირება