მოედნის კარი
მოედნის კარი — თბილისის ზღუდეში ჩრდილოეთი მხრიდან დატანებული კარი მდებარეობდა დიღმის (შუა) და ქვემო წყლის კართა შორის. როგორც ჩანს, მოედნის კარი თბილისის გალავანში გაჭრეს XVII საუკუნეში 30-50-იან წლებში, როსტომ მეფის დროს კარმა სახელი მიიღო გარეთუბანში არსებული მოედნის (მეიდანი, ასპარეზი, ყაბახი, დიდი მინდორი) გამო, რომლისკენაც იგი იყო მიმართული. თბილისის 1735 წლის გეგმაზე N21-ით დატანილია „მეიდნის კარი ხიდით“ (ვახუშტი). XVIII საუკუნე 40-50-იანი წლებიდან (ქვემო წყლის კარის გაუქმების გამო) ქალაქის ჩრდილოეთ კედელში დატანებულ კართა შორის მოედნის კარი აღარ იხსენიება, მის ადგილას არის ზემო წყლის კარი რომელიც ბაგრატიონის (ახლანდელი ჩახრუხაძის) და მუხრანის (ახლანდელი ნიკოლოზ ბარათაშვილის) ქუჩათა შესაყარზე მდებარეობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 684, ISBN 99928-20-32-2.