მეიდანი — მოედანი შუა საუკუნეების თბილისში. ქალაქი რამდენიმე მოედნისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მათგანი თბილისის სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც მეტეხის ხიდის სიახლოვეს მდებარეობდა. მეორე — მეფის სასახლეთა კომპლექსის წინ, ხოლო მესამე — გარეთუბანში. მასში ასპარეზი იყო მოწყობილი. ამ სამ მოედანს ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღნიშნავდა: „ციხის მეიდანი“, „მეფის მეიდანი“, „მეიდანი“ ან „ასპარეზი“. ვახუშტი ბაგრატიონი მეიდანს ასპარეზს უწოდებდა. ამას ხაზს ქალაქის სხვა ელემენტების დასახელებაც უსვამს, რომელიც ასპარეზის მოედანთან იყო დაკავშირებული. მეტეხის ხიდთან განლაგებულ მეიდანს კონკრეტული დასახელება ჰქონდა — „ციხის მეიდანი“, თუმცა მან სახელი შეიცვალა. 1800 წლის ჩუიკოს მიერ შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით მას თათრის მეიდანი ეწოდა. ამის შემდეგ კი მან ბევრჯერ შეიცვალა სახელი — „ციხის მეიდანი“, „თათრის მეიდანი“ და „შეითან ბაზარი“.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება