თათრის მოედანი (ქვემო, ციხის, ბაზრის, სამხედრო, 1958-იდან — ვახტანგ გორგასლის მოედანი) — თბილისის ერთ-ერთი პირველი მოედნის გვიან (XVIII ს.) შერქმეული სახელი.

თათრის მოედანი. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო. 1890-იანი წლები,

თათრის მოედანი საუკუნეების მანძილზე ქალაქის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი იყო. მოედანთან თავს იყრიდა მრავალი ქუჩა, რომლებიც მას აკავშირებდა აბანოს კართან, შუა ბაზართან, ზარაფხანის უბანთან, რასტაბაზართან, კლდისუბანთან და სხვ. თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე მან რამდენიმეჯერ შეიცვალა როგორც სახელი, ისე კონფიგურაცია. თათრის მოედანი თბილისში არსებული სხვა მოედნებისგან გამოირჩეოდა როგორც მუშტრის, ისე ვაჭრის სიმრავლით და ეთნოგრაფიული სიჭრელით. თათრის მოედანზე ძირითადად სურსათ-სანოვაგით ვაჭრობდნენ. იოსებ გრიშაშვილი მის შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი — დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებს და ვაჭრებს ურიგდებოდა. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ — ქორვაჭრებს. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო აღმართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ ქორვაჭრებს. სულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა „აღებმიცემობაა““

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება