შოთა ნიშნიანიძის ქუჩა
შოთა ნიშნიანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი), ვერცხლის ქუჩიდან ჩახრუხაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც სინოდის ქუჩა, 1923 წელს ილია ნაკაშიძის სახელი დაერქვა, 40-იან წლებში — მილიციის, შემდეგ — ნინო ნაკაშიძის, 1996 წლიდან ისევ ილია ნაკაშიძის ქუჩა ერქვა. 2003 წელს შოთა ნიშნიანიძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის 90-იანი წლების საცხოვრებელი სახლები, აქვს 1 გასასვლელი და 1 შესახვევი.
შოთა ნიშნიანიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ზემო უბანი |
წინა სახელები | სინოდის ქუჩა, ილია ნაკაშიძის ქუჩა, მილიციის ქუჩა, ნინო ნაკაშიძის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 131, ISBN 978-99928-20-35-3.