ალექსანდრე დიუმას ქუჩა

ალექსანდრე დიუმას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); კოტე აფხაზის ქუჩიდან ვერცხლის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. ძველად მაცხოვრის ქუჩა ერქვა, რაც უკავშირდებოდა ქუჩაზე მდგარ მაცხოვრის სახელზე აგებულ სამლოცველოს, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ესვენა. პლატონ იოსელიანის ცნობით, აქ ძველთაგანვე, ყოველ შაბათს, სალოცავად სომეხი გრიგორიანელებიც კი დადიოდნენ. 1818 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ხატი საზეიმოდ გადაიტანა სიონის ტაძარში, რის შედეგადაც ქუჩას სახელი შეეცვალა. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში დიუმას ქუჩა შეტანილია ტალახიანი ქუჩის სახელწოდებით. თბილისის 1867 წელს გეგმაზე დატანილია როგორც დიდი ტალახიანი ქუჩა, 1900 წელს გეგმაზე — როგორც სოლომონის ქუჩა. სახელი დაერქვა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის პატივსაცემად. 1923 წელს — ანდრეი ჟელიაბოვის, 1989 წელს ალექსანდრე დიუმას სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის 80-იანი წლების საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.

ალექსანდრე დიუმას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ზემო უბანი
წინა სახელები მაცხოვრის ქუჩა, ტალახიანი ქუჩა, დიდი ტალახიანი ქუჩა, სოლომონის ქუჩა, ანდრეი ჟელიაბოვის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება