შუა აზიის აჯანყება
შუა აზიის აჯანყება — შუა აზიისა და ყაზახეთის მცხოვრებთა გამოსვლა პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) პერიოდში მეფის რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. აჯანყების საბაბი გახდა 1916 წლის 25 ივნისის ბრძანებულება ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციის შესახებ ფრონტისპირეთის რეგიონებში ზურგის სამუშაოებზე. აჯანყება დაიწყო 1916 წლის 4 ივლისს, ხოჯენდში. შემდეგ მან მოიცვა შუა აზიის და ყაზახეთის თანამედროვე ტერიტორია. აჯანყება ფართოვდებოდა სტიქიურად. სახელმწიფო მოძრაობა სხვადასხვა ფორმას ღებულობდა: ტოვებდნენ წარმოებას, მინდვრებს, გადიოდნენ ღრმა სტეპებში ან მთებში, გარბოდნენ უცხოეთში, სპობდნენ წვევამდელთა სიებს, თავს ესხმოდნნ მეფის ადმინისტრატორებს, გამოდიოდნენ მასობრივი შეიარაღებული ძალებით. აჯანყებამ ყველაზე დიდი გაქანება მიიღო თურღაის ოლქში. მისი ბელადები იყვნენ ამანგელდი იმანოვი და ალიბი ჯანგილდინი. აჯანყება სასტიკად ჩაახშეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 48.