შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი
შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Schleswig-Holsteinisches Wattenmeer) — ეროვნული პარკი გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში, ვადენზეეს სანაპიროზე. იგი დაარსდა 1985 წელს, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პარლამენტის მიერ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1999 წელს. ქვემო საქსონიის ვადენზეეს ეროვნულ პარკთან, ჰამბურგის ვადენზეეს ეროვნულ პარკთან და ელბის ესტუარის ზოგიერთ ნაწილთან ერთად, რომლებიც ბუნების ნაკრძალები არაა, წარმოქმნის ვადენზეეს გერმანულ ნაწილს.
შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი
Nationalpark Schleswig-Holsteinisches Wattenmeer | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გერმანია |
კოორდინატები | 54°27′ ჩ. გ. 8°38′ ა. გ. / 54.450° ჩ. გ. 8.633° ა. გ. |
ფართობი | 4410 კმ² |
დაარსდა | 1985 |
სტუმრობა | 1 746 293 (2002) |
მმართველი ორგანო | 38855 Wernigerode |
ეროვნული პარკი იშლება ჩრდილოეთით — გერმანია-დანიის საზღვაო საზღვრიდან სამხრეთით, მდინარე ელბის ესტუარამდე. ჩრდილოეთით, იგი მოიცავს ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულებსა და ჰალიგენს და მათს მიქცევა-მოქცევის არეალებს, რომლების სიგანეც 40 კმ-ია. გავრცელებული ფლორა და ფაუნა ტიპურია მთლიანად ვატოვის ზღვისთვის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა დელფინი, იხვები და ზოსტერა (ზღვის ბალახი).
პარკის ფართობი 4410 კმ²-ია და უდიდესია გერმანიაში. ტერიტორიის 68 % მუდმივად ზღვის ქევშაა, 30 % კი პერიოდულად მშრალია. ნიადაგები ძირითადად მლაშე ჭაობებს მოიცავს. 1990 წელს, იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად აღიარა, ხოლო ვატოვის ზღვის ნიდერლანდურ ნაწილთან ერთად 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-12-01 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Wadden Sea Conservation Station (გერმანული)