ვადენზეე
ვადენზეე (ნიდ. Waddenzee, გერმ. Wattenmeer, დან. Vadehavet) — ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონი. გადაჭიმულია კონტინენტურ ევროპასა და ფრიზის კუნძულებს შორის. ზღვის ეს რაიონი საკმაოდ თავთხელია, მოიცავს მიქცევა-მოქცევის არეალებს და ვეთლენდებს. გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. 2009 წელს, ვადენზეეს ნიდერლანდური და გერმანული ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ვადენზეე* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | გერმანია, ნიდერლანდები | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | viii, ix, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2009 (33-ე სესია) | |
ნომერი | 1314 | |
გაფართოება | 2014 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1314 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მკვლევარ მაიკლ ჰოგანის თანახმად, ვადენზეე მსოფლიოს იმ ზღვათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სანაპირო ზოლიც ძირითადად ადამიანების მიერაა ფორმირებული, დამბებისა და ქვაფენილების სისტემების საშუალებით. სანაპიროს გასწვრივ, ზღვა გადაჭიმულია ნიდერლანდების ქალაქ დენ-ჰელდერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ გერმანიის სანაპიროსთან მოიცავს დიდი მდინარეების ესტუარებს, შემდეგ კი მიემართება ჩრდილოეთისაკენ და მთავრდება დანიის ქალაქ ესბერგთან. სრული სიგრძე 500 კმ-ს შეადგენს, ხოლო ფართობი 10 000 კმ²-ს.
ზღვაში განლაგებულ კუნძულებს ვადენზეეს კუნძულებს ან ფრიზის კუნძულებს უწოდებენ. მათ შორისაა ნიდერლანდების კუთვნილი კუნძული ტექსელიც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Landscape and Cultural Heritage in the Wadden Sea Region დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
- History of human settlement, cultural change and interference with the marine environment
- Secretariat of The Trilateral Cooperation on the Protection of the Wadden Sea
- Official Tourist Information დაარქივებული 2019-11-30 საიტზე Wayback Machine.
- The Wadden Sea at the UNESCO World Heritage Centre
- Wadden Sea World Heritage
- Association of the Wadden Sea Island Municipalities in the Netherlands, Denmark and Germany დაარქივებული 2013-05-10 საიტზე Wayback Machine.