ჰამბურგის ვადენზეეს ეროვნული პარკი
ჰამბურგის ვადენზეეს ეროვნული პარკი (გერმ. Hamburgisches Wattenmeer) — ეროვნული პარკი გერმანიაში, ქალაქ კუკსჰაფენიდან 12,5 კმ-ში, მდინარე ელბის შესართავთან. მოიცავს კუნძულებს — ნოივერკს, შარჰერნს და ნიგეჰერნს. ეს ტერიტორია ძირითადად ქვიშიანი და წყალმარჩხია.
ჰამბურგის ვადენზეეს ეროვნული პარკი
Hamburgisches Wattenmeer | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გერმანია |
უახლოესი ქალაქი | ჰამბურგი |
კოორდინატები | 53°56′ ჩ. გ. 8°28′ ა. გ. / 53.933° ჩ. გ. 8.467° ა. გ. |
ფართობი | 13 750 ჰა |
დაარსდა | 1990 |
არეალი ეროვნულ პარკად 1990 წელს ჰამბურგის პარლამენტმა გამოაცხადა. 2001 წელს, პარკის ტერიტორია გაფართოვდა და 13 750 ჰა შეადგინა.
გავრცელებულია 2000 სახის ცხოველი თუ ფრინველი, რომელთაგან 250 მხოლოდ მლაშობ ჭაობებში ბინადრობს. ამავე დროს, ეროვნული პარკის ტერიტორია ზღვის ფრინველთა შესაშვენებელ არეალს წარმოადგენს.
1992 წელს, ეროვნული პარკი ბიოსფერულ ნაკრძალად გამოცხადდა, რის შემდეგაც შევიდა იუნესკოს საერთაშორისო დაცვის პროგრამაში „ადამიანი და ბიოსფერო“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Hamburg Wadden Sea National Park დაარქივებული 2010-07-10 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- National park atlas დაარქივებული 2010-11-13 საიტზე Wayback Machine.