შლეზვიგის მეორე ომი
შლეზვიგის მეორე ომი | |||
---|---|---|---|
გერმანიის გაერთიანების ნაწილი | |||
დანიის კონტრ-შეტევის ნახატი, დაიბოლის ბრძოლა, ვილჰელმ იაკობ როსენსტადი (1894 წელი) | |||
თარიღი | 1864 წლის 1 თებერვალი — 1864 წლის 30 ოქტომბერი | ||
მდებარეობა | შლეზვიგი და იუტლანდი, დანია | ||
შედეგი |
დანიის დანებება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
შლეზვიგის მეორე ომი ვიკისაწყობში |
შლეზვიგის მეორე ომი (დან. 2. Slesvigske Krig; გერმ. Deutsch-Dänischer Krieg) — მეორე ომი შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონისათვის. ომი დაიწყო 1864 წლის 1 თებერვალს, როდესაც პრუსიის და ავსტრიის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს შლეზვიგის საზღვარი.[ა] ომში დანიის სამეფო ებრძოდა პრუსიის სამეფოსა და ავსტრიიის იმპერიას. პირველი შლეზვიგის ომის მსგავსად (1848–1851 წლებში), მასში იბრძოდნენ შლეზვიგის, ჰოლშტეინის და ლაუნბურგის საჰერცოგოებისათვის, დანიის მეფის გარდაიცვალების შემდეგ და ზემოთ ხსენებული საჰერცოგოებისათვის არ დარჩა ისეთი მემკვიდრე რომელიც გერმანიის კავშირისთვის მისაღები ქინებოდა რამაც დაზაბულობა გამოიწვია დანიის სამეფოსა და გერმანიის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ომი დაიწყო 1863 წლის ნოემბრის კონსტიტუციის გამოცემის შემდეგ, რომელაც დაარღვია ლონდონის 1852 წლის პროტოკოლის და შლეზვიგის პირველი ომის შემდეგ დადებული 1851 წლის სამშვიდობო შეთანხმება.
ომი დასრულდა 1864 წლის 30 ოქტომბერს ვენის ხელშეკრულებით, სადაც დანიის სამეფომ შლეზვიგის, ჰოლშტეინის და ლაუენბურგის საჰერცოგოები ავსტრიის იმპერიას და პრუსიის სამეფოს დაუთმო.
წინაპერიოდი
რედაქტირება1841 წელს, დანის სამეფომ მიიღო პირველი ლიბერალური კონსტიტუცია. ამ დროს, დანიის დატოვების და პრუსიაში შესვლის მოძარაობები ჰოლშტეინის და სამხრეთ შლეზვიგის გერმანულ უმეტესობებში ჩახშობილი იქნა პირველი შლეზვიგის ომის დროს, როდესაც ორივე ტერიტორიის მცდელობა გამხდარიყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარუმატებელი გამოდგა, დამატებით დანიის მეფე არის შლეზვიგის და ჰოლშტეინის საჰერცოგოების ჰერცოგი. მიუხედავად ყველაფრისა, გერმანული ნაციონალისტური მოძრაობები 1850-იანებამდე და 1860-იანებამდე გაგრძელდა. დანიის სამეფო ცდილობდა შლეზვიგის მიერთებას, მაგრამ ამავდროულად გერმანიის გაერთიანების ლიბერალური ასპექტები გამოთქვამდნენ დიდ გერმანიაში შლეზვიგის და ჰოლშტეინის საჰერცოგოების შეერთების სურვილს. ჰოლშტაინი ეთნიკურად მთვლიანად გერმანული იყო, ჰოლშტეინი 1806 წლამდე გერმანიის ფიფი და გერმანიის კავშირის წევრი იყო. შლეზვიგი ენობრივად შერწყმული იყო გერმანულ, დანიურ და ჩრდილოეთ ფრიზიულ ენებს შორის, შუა საუკუნეებამდე შლეზვიგში მხოლოდ დანიურად და ფრიზიულად საუბრობდნენ მაგრამ ემიგრაციის დამსახურებით XIX საუკუნისთვის სამხრეთ შლეზვგში დომინანტური ენობრივი ჯგუფი გერმანული გახდა, გერმანული კულტურა დომინანტური იყო თავადაზნაურობასა და საეკლესიო პირებს შორის; დანიურ კულტურას და ენას დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდა და არესებობდა მხოლოდ სოფლის მოსახლეობაში. რადგანაც საუკუნეების განმავლობაში მეფის ბატონობა აბსოლუტური იყო, ასეთმა სიტუაციებმა პატარა დაძაბულობები გამოიწვია. როდესაც დაახლოებით 1820 წელს დაიწყო საფრანეთის რევოლუციის ლიბერალური იდეების და ნაპოლეონის ომებისას აღზევებული ნაციონალიზმის გავრცელება, რეგიონში ნაციონალური იდენტიფიკაცია გაიყო გერმანულსა და დანიურს შორის: გერმანულ ელიტას სურდა რომ გერმანიის ნაწილი ყოფილიყვნენ, ხოლო დანიურ გლეხობას დანიასთან უფრო ახლო კავშირის დამყარება სურდა. ამასთანავე, დანიის სრუტეში (ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი სრუტე) გასვლისთვის დაწესებული გადასახადების გამო ავსტრიის იმპერიამ და პრუსიის სამეფომ კილის არხის აგება გადაწყვიტეს, რისთვისაც მათ შლეზვიგ-ჰოლშტაინზე კონტროლი დასჭირდებოდათ.
ფრედრიხ VII-ის მემკვიდრესთან დაკავშირებული უთანხმოებების შედეგად, შლეზვიგ-ჰოლშტაინში მცხოვრები გერმანელები მხარს უჭერდნენ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდერბურგ-აუგუსტენბურგის დინასტიას (დანიის სამეფო ოჯახის განშტოება). დანიელი სოფლის მაცხოვრებლები და გლეხები ფიქრობდნენ რომ აუსბურგის დინასტია ძალიან გერმანული იყო და საპასუხოდ მიემხრნენ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდერბურგ-გლიუსკბურგის დინასტიის პრინც კრისტიანს. პრინცი კრისტიანი შლეზვიგის პირველ ომში დანიის მხარეს იბრძოდა 1848-1851 წლებში.
1851 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებაში გათვანისწინებული იყო რომ დანიის სამეფოსთან მიმართებაში შლეზვიგის საჰერცოგოს ისეთივე ურთიერთოდა უნდა ჰქონოდა როგორიც ჰოლშტეინის საჰერცოგოს ჰქონდა. 1848 წლის კონსტიტუციის რევიზიებს 1850-იანების ბოლოს და 1860-იანების დასაწყისში ჰოლშტაინი არ აღიარებდა სამართლიანად, შეიქმნა კრიზისი სადაც კოპენჰაგენის პარლამენტმა დაამტკიცა და მიიღო რევიზიები მაგრამ ჰოლშტაინმა არა. 1863 წელს ფრედრიხ VII გარდაიცვალა და ახალმა მეფემ გასცა ბრძანება რომ ახალი კონსტიტუცია შეეხობოდა მხოლოდ დანიას და შლეზვიგს მაგრამ არა ჰოლშტაინს რითაც დანიის მეფემ დაარღვია 1851 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება და 1852 წლის ლონდონის პროტოკოლი, რამაც ავსტრიის იმპერიას, პრუსიის სამეფოს და გერმანიის კავშირს casus belli მისცა დანიის სამეფოს წინააღმდეგ. გერმანული პოზიცია გაცილებით უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო ვიდრე 30 წლის წინ შლესვიგის პირველი ომისას, როდესაც პრუსიის სამეფოს მოუწია გერისკა ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის ჩარევა დანიის მხარეს. ოტო ფონ ბისმარკმა რუსეთის პოლიტიკური ნეიტრალიზება და მიიღო თანამშრომლობა ავსტრიის იმპერიისგან რამაც ხაზი გაუსვა პრუსიის გავლენას და ძალაუფლებას გერმანიის კავშირში, ხოლო ბრიტანეთი იმედგაცრუებული იყო დანიის მიერ ლონდონის პროტოკოლის დარღვევის გამო.
დანიამ საკუთარი ქმედება გაამართლა შლეზვიგ-ჰოლშტაინის, როგორც დანიის უძველერი მხარის გამოცხადებით. სამხრეთ შლეზვიგში არის ძველი დანიური ვიკინგების დედაქალაქების ჰებედის და დანევრიკის სიმაგრეების ნანგრევები; მისი პირველი სექციები აშენებული იქნა 400–500 წლებში, დანიის მიგრანტი ტომებისგან დაცვის მიზნით მიგრაციის პერიოდში. სანამ რეგიონში დანიელები დასახლდებოდნენ, დაახლოებით 500 წელს, შლეზვიგში ცხოვრობდნენ ანგლესები, რომელთაც დიდი ნაწილი თანამედროვე დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და ანგლოსაქსების სამეფო დააარსეს; დარჩენილი ანგლესები კი მიიიჩნევა რომ დანიელებში იქნენ ასიმილირებულნი.
გერმანელებს კი იხსენებდნენ შუა საუკუნეებს, უკვე 1326 და 1448 წლებში, დანიის მეფეებმა მიიღეს დამოუკიდებელი შლეზვიგი და გერმანელების თქმით შლეზვიგი ბოლო 400 წლის განმავლობაში არ ყოფილა დანიის სამეფოს ნაწილი და ნაცვლად იყო გერმანული ჰოლშტეინის საჰერცოგოს განუყოფელი ნაწილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Peter Yding Brunbech. (3 November 2014) Krigen i 1864 Danish. Aarhus University. ციტირების თარიღი: 20 December 2014.
- Clodfelter, Micheal (2017) Warfare and Armed Conflicts: A Statistical Encyclopedia of Casualty and Other Figures, 1492-2015, 4th, Jefferson, North Carolina: McFarland. ISBN 978-0-7864-7470-7.
- Embree, Michael (2005). Bismarck's First War: The Campaign of Schleswig and Jutland, 1864. ISBN 978-1-874622-77-2.
- Taylor, A. J. P. (1954). The Struggle for Mastery in Europe: 1818–1918. London: Folio Society, გვ. 142–155. OCLC 49987625.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Danish Military History – Schleswig Wars (დან. )
- Danish Military History – Article about the war of 1864 (დან. )
- Danish Navy History – Account of Danish naval operations during the war of 1864 (ინგლ. )
- The Danish army's 8th Brigade (დან. )
- Holstein regiment moves out of the fortress in Rendsburg
- Detailed map of area round Schleswig town
- Map of east part of Danevirke
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 [1] დაარქივებული October 12, 2007, საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Clodfelter 2017, p. 182.
კომენტარი
რედაქტირება- ↑ ომის სხვა ცნობილი სახელებია: დანია-პრუსიის ომი, გერმანია-დანიის ომი, პრუსო-დანიური ომი, 1864 წლის ომი, და შლეზვიგ-ჰოლშტეინის ომი მემკვიდრეობისთვის.