შიშალდინი
შიშალდინი (ინგლ. Mount Shishaldin) — მოქმედი ვულკანი აშშ-ში, ალასკაში, კუნძულ უნიმაკზე. წარმოადგენს ალეუტის კუნძულების უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 2857 მ.
შიშალდინი | |
---|---|
ვულკანი შიშალდინი, მაისი, 1994 | |
კოორდინატები: 54°45′21″ ჩ. გ. 163°58′03″ დ. გ. / 54.75583° ჩ. გ. 163.96750° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 2857 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2857 მ |
იზოლაცია | 877 კმ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | მაისი 16, 1932 |
ბოლო ამოფრქვევა | იანვარი 3, 2020 |
სურათები ვიკისაწყობში |
ვულკანის ტოპოგრაფიული იზოხაზები ზღვის დონიდან 1981 მ-ზე ზემოთ თითქმის სრულყოფილ წრეწირს წარმოადგენს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კალთებთან შედარებით, ჩრდილოეთი და სამხრეთი კალთები რამდენადმე ციცაბოა. 2200 მ-ზე მაღლა თითქმის მთლიანად არის დაფარული თოვლითა და ყინულით. შიშალდინის მყინვარული ფარის საერთო ფართობია 91 კმ².
ჩრდილო-დასავლეთით მასიურ ლავურ ნაკადზე გაბატონებული 24 მონოგენური პარაზიტული კონუსია. შიშალდინის კონუსის ასაკი 10,000 წელზე ნაკლებია და დაშენებულია საწყისი სომისა და ფარის ნაშთზე. ძველი საწყისი ვულკანის ნაშთები გაშიშვლებულია დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს 1494–1798 მ სიმაღლემდე. შიშალდინის ნაგებობა მოიცავს მასალათა დაახლოებით 300 კმ³-ს. 1967 წლიდან ეროვნული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა.
განსაკუთრებით XIX–XX საუკუნეებში დაფიქსირდა ვულკანის არაერთი ამოფრქვევა.