შინოს მყინვარი
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
შინოს მყინვარი — მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე. განლაგებულია მწვერვალ შინოს აღმოსავლეთ კალთაზე.[1]
შინოს მყინვარი
| |
---|---|
პირდაპირ მოჩანს ყუროს მყინვარი, ხოლო მისგან მარჯვნივ შინოს მყინვარია | |
კოორდინატები: 42°38′57″ ჩ. გ. 44°43′01″ ა. გ. / 42.6494389° ჩ. გ. 44.7172194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ყუროს ქედი |