კარლ შინკელი
კარლ ფრიდრიხ შინკელი (გერმ. Karl Friedrich Schinkel; დ. 13 მარტი, 1781, ნოირუპინი, ბრანდენბურგი, — გ. 9 ოქტომბერი, 1841, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბერლინის არქიტექტურის აკადემიაში (1798–1800) ფ. ჟილისთან. მუშაობდა უმეტესად ბერლინში. თავდაპირველად მისდევდა ფერწერასა და გრაფიკას. ნამუშევრები ძირითადად რომანტიკული სულისკვეთებისა იყო. შინკელი XIX ს. გერმ.ხუროთმოძღვრებაში გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნამუშევრები: ახალი საყარაულო (ახლა ფაშიზმისა და მილიტარიზმის მსხვერპლთა ძეგლი, 1816–1818), დრამატული თეატრი (1819–1821), ძვ. მუზეუმი (1824–1828) ― ყველა ბერლინში. რომანტ. სულისკვეთებითაა აგრეთვე გამსჭვალული შინკელის ფსევდოგოტიკური ნაგებობები (სამლოცველო პეტროდვორეცში, 1831-33). მის უკანასკნელ ნამუშევრებში თავი იჩინა რაციონალიზმის ელემენტებმა (სამშენებლო აკადემიის შენობა ბერლინში, 1831–1835). იყო არქიტ. თეორეტიკოსი.
კარლ შინკელი | |
---|---|
დაიბადა | 13 მარტი, 1781[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ნოირუპინი[6] [5] |
გარდაიცვალა | 9 ოქტომბერი, 1841[1] [2] [3] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [4] [5] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი[14] [5] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარლ შინკელი“ ვიკისაწყობში.
- კარლ ფრიდრიხ შინკელი — ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Karl Friedrich Schinkel
- ↑ 3.0 3.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 The Fine Art Archive
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 The Other Interface
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118607782 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Carter R. Schinkel, Karl Friedrich // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T076562
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Шинкель Карл Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.