შვრიუკა, ველური შვრია (ლათ. Avena fatua) — ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. მცენარის სიმაღლე აღწევს 100-110 სმ-ს, ხოლო ღეროს სიმაღლე 0.5–1.2 სმ-ს. საგველა ყვავილედი აქვს.

შვრიუკა
Ovsug.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Avena fatua

გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ნახევარსფეროში გზადმოყოლილია. გვხვდება საქართველოშიც. ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება.

შვრიუკა უმეტესად საგაზაფხულო კულტურების (შვრია, ქერი, ხორბალი) სარეველაა. ნორჩი მცენარე (სანამ საგველას გამოიტანდეს) საქონლის კარგი საკვებია.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება