ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შვიდი (ინგ. Seven; ასევე SE7EN) — 1995 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური კრიმინალური თრილერის ჟანრის ფილმი,[1] რომლის რეჟისორია დევიდ ფინჩერი და სცენარის ავტორი ენდრიუ კევინ უოკერი . ფილმში თავარ როლებს ასრულებენ: ბრედ პიტი, მორგან ფრიმენი, გვინეტ პელტროუ, კევინ სპეისი, ლი ერმი და ჯონ მაკგინლი. ფილმი მოგვითხრობს დევიდ მილსზე (პიტი), დეტექტივზე, რომელიც პარტნიორ პენსიონერ უილიამ სომერსტთან (ფრიმანი) ერთად იძიებს სერიულ მკვლელის (სპისის) ამბავს, რომელიც შვიდ სასიკვდილო ცოდვას იყენებს თავის მკვლელობების მოტივად.

„შვიდი“
Seven (SE7EN)
ჟანრი ფსიქოლოგიური კრიმინალური თრილერი
რეჟისორი დევიდ ფინჩერი
პროდიუსერი არნოლდ კოპელსონი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
სტუდია

Cecchi Gori Pictures

Juno Pix
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი 22 სექტემბერი, 1995 (აშშ)
ხანგრძლივობა 127 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 33 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 327.3 მილიონი აშშ დოლარი

სცენარზე გავლენა მოახდინა იმ პერიოდმა, როდესაც უოლკერი ნიუ იორკში ცხოვრობდა. ფილმის მთავარი გადაღებები შედგა ლოს-ანჯელესში, ხოლო ბოლო სცენა გადაიღეს კალიფორნიაში, ლანკასტერთან ახლოს. ფილმის ბიუჯეტი 33 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ფილმი ოფიციალურად გამოვიდა1995 წელს, 22 სექტემბერს, New Line Cinema-ს მხარდაჭერით. შვიდი იყო წლის მეშვიდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, რომლის შემოსავალმა 327 მილიონი დოლარი შეადგინა მსოფლიოს მასშტაბით.[2] ეს კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს, რომლებიც აქებდნენ ფილმის ბნელ სტილს, სისასტიკეს და თემებს. ფილმი ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის მონტაჟისთვის ოსკარის 68-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, დამარცხდა Apollo 13- თან.

სამსახიობო ჯგუფი

რედაქტირება

წარმოება

რედაქტირება

წარმოებამდელი პერიოდი

რედაქტირება

ფილმის სცენარის ძირითადი გავლენა მოახდინა ენდრიუ კევინ უოლკერის ნიუ – იორკში გატარებულმა დრომ, როდესაც ის ცდილობდა სცენარი დაეწერა. ,,მე არ მომწონდაროდესაც ნიუ-იორკში ვიყავი მაგრამ რომ არა იქ გატარებული დრო შვიდი-ს არ დავწერდი ”.[3] ავტორმა სომერსეტის როლში უილიამ ჰურტი წარმოიდგინა და მას თავისი საყვარელი ავტორის, უილიამ სომერსეტ მოემის სახელი დაარქვა.[4]

ფილმის გადაღებების დაწყებამდე, ალ პაჩინო ითვლებოდა დეტექტივ სომერსეტის როლისთვის, მაგრამ ალ პაჩინომ ამ ფილმში მონაწილეობის ნაცვლად გადაწყვიტა ამის ნაცვლად მერია-ში მონაწილეობა გადაწყვიტა. დენზელ ვაშინგტონმა და სილვესტერ სტალონემ მილსის როლზე უარი განაცხადეს. ვაშინგტონმა კი მოგვიანებით მისი გადაწყვეტილება ინანა. [5] [6] რობერტ დუვალმა და ჯინ ჰეკმანმა უარი თქვეს დეტექტივ სომერსეტის როლზე. კრისტინა ალეგლეიტმა კი უარი თქვა ტრეისის როლზე.

გადაღება

რედაქტირება
 
დევიდ ფინჩერი

ფილმის გადაღებები 55 დღეს გაგრჩელდა. ფინჩერი შვიდი-ს გადაღების შესახებ წერდა ,,პატარა ჟანრის ფილმი ფრიდკინის ეშმაკის განდევნილის შემდგომ ნაუშევარს ჰგავს". იგი მუშაობდა კინემატოგრაფისტ დარიუს ხონძთან და მარტივი მიდგომა გამოიყენა ოპერატორის მიმართ, რომელზედაც გავლენა მოახდინა სატელევიზიო შოუ COPS- მა.[7]

ფილმის უდიდესი ნაწილი გადაიღეს ლოს-ანჯელესში.

გამოხმაურება

რედაქტირება

შემოსავალი

რედაქტირება

შვიდი გამოვიდა 1995 წლის 22 სექტემბერს, 2441 თეატრში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში 13,9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს. ჩრდილოეთ ამერიკაში შემოსავალმა 100.1 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიოს სხვა ნაწილებში 227.1 მილიონი. საერთო ჯამში, ფილმის შემოსავალმა 327,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[8] შვიდი 1995 წელს გამოსულ ფილმებს შორის მეშვიდე, ყველაზე მაღალშემოსავლოანი ფილმია.[9]

კრიტიკოსთა გამოხმაურება

რედაქტირება

ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მას Rotten Tomatoes-ზე 82 პროცენტიანი შეფასება აქვს 76 მიმოხილვიდან, ხოლო საშუალო რეიტინგი 7,82 / 10. საიტის კრიტიკოსების კონსენსუსში ნათქვამია: ,,სასტიკი, დაუნდობელი, დაძაბული წარმოდგენებით, გრილის ეფექტებით და დამაჯერებელი ფინალით”. [10] ფილმს აქვს 65 ქულა Metacritic– ზე 22 მიმოხილვის საფუძველზე. [11]

შეილა ჯონსტონი, The Independent- ის რეცენზიაში აფასებს ფრიმენის შესრულებას: ,,ფილმი ეკუთვნის ფრიმანს და მისი საშუალებით გამოსახულია მოხუცი, რომელიც ბრძოლაზე უარის თქმას სწავლობს".[12]

ჯილდოები

რედაქტირება

1995 წლის 29 დეკემბერს New Line Cinema–ს წყალობით შვიდი გამოვიდა ვესტვუდში, ლოს – ანჯელესში, კალიფორნიაში, ნიუ – იორკში. ფილმმა მოიპოვა ოსკარის ნომინაციების ფრიმენის, პიტისა და ფინჩერის შესრულებისთვის, რაც საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Se7en (1995) en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-23. ციტირების თარიღი: 2020-12-07.
  2. "Seven (1995)". Box Office Mojo. Retrieved July 17, 2014.
  3. Montesano, Anthony (February 1996). „Seven's Deadly Sins“. Cinefantastique. p. 48.
  4. Montesano, Anthony (February 1996). „Seven's Deadly Sins“. Cinefantastique. p. 48.
  5. Doty, Meriah. (September 18, 2012) Denzel Washington regrets passing up 'Seven' and 'Michael Clayton'. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: May 13, 2017.
  6. Davis, Edward. (September 26, 2012) Denzel Washington Turned Down 'Seven' & 'Michael Clayton,' Javier Bardem Passed On 'Minority Report'. IndieWire. ციტირების თარიღი: May 13, 2017.
  7. Taubin, Amy (January 1996). „The Allure of Decay“. Sight and Sound. p. 24.
  8. „Seven“. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 26, 2008.
  9. The top six grossing films of 1995 were Die Hard with a Vengeance, Toy Story, Apollo 13, GoldenEye, Pocahontas and Batman Forever.
  10. Seven (Se7en) (1995). Fandango Media. ციტირების თარიღი: September 8, 2019
  11. Seven Reviews. CBS Interactive. ციტირების თარიღი: September 8, 2019
  12. Arnold, Gary (September 22, 1995). „Sinister Seven a killer of a thriller“. The Washington Times.
  13. Cox, Dan (December 22, 1995). „Seven gets new dates for Oscar season“. Variety.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შვიდი_(ფილმი)“-დან