დენზელ ვაშინგტონი
დენზელ ჰეის ვაშინგტონი (ინგლ. Denzel Hayes Washington, Jr); დ. 28 დეკემბერი, 1954, მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. ოსკარის ორგზის ლაურეატი საუკეთესო მთავარი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის.
დენზელ ვაშინგტონი | |
---|---|
ვაშინგტონი 2014 წელს | |
დაბადების სახელი |
დენზელ ჰეიეს ვაშინგტონი Denzel Hayes Washington, Jr. |
დაბადების თარიღი |
28 დეკემბერი, 1954 მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
საქმიანობა | კინომსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი |
აქტიური | 1974- |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის დათვი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადენზელ ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. დენზელი ოჯახში სამი შვილიდან შუათანა იყო: დედა სილამაზის სალონში მუშაობდა და პატარა დენზელიც მას ეხმარებოდა. სკოლის დასრულების სწავლა გააგრძელა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად შეისწავლა მედიცინა, შემდეგ ბიოლოგია, შემდეგ ჟურნალისტიკა და ბოლოს კი თეატრით დაინტერესდა. უნივერსიტეტი 1977 წელს, ჟურნალისტიკის ბაკლავრის დიპლომით დაასრულა. ამის მერე ვაშინგტონი სასწავლებლად სან-ფრანცისკოს ამერიკულ კონსერვატორიაში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, კონსერვატორიაში სწავლა შეაჩერა და სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობა [1].
კარიერა
რედაქტირება1977 წელს დენზელმა თავის პირველ ფილმ, სპორტულ დრამა „ვილმაში” ითამაშა. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. 1981 წელს ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა NBC-ის სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.
1988 წელს ვაშინგტონი ფილმში „თავისუფლების ძახილი” (რეჟ რიჩარდ ატენბორო) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. 1990 წელს მსახიობმა მიიღო პირველი ოსკარი სამოქალაქო ომზე გადაღებულ ფილმში „დიდება” (1989. რეჟ. ედვარდ ცვიკი), შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. 1993 წელს ვაშინტონი კვლავ წარადგინეს ოსკარზე სპაიკ ლის ფილმ „მალკოლმ იქსში“ (1992) შესრულებული სულიერი ლიდერის როლსთვის. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა და რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმი 1990-იანების საუკეთესო ფილმთა შორის მოიხსენიეს. დენზელმა ლის სხვა ფილმებშიც ითამაშა — „ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის” (1990), „მისი თამაში” (1998) მილა იოვოვიჩთან ერთად და „მოუხელთებელი” (2006) კლაივ ოუენთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.
1993 წელს მან ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“. 2000 წელს ვაშინგტონმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში (1999) შერულებული მოკრივის როლისთვის. 2001 წელს დენზელმა პირველად, თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“. ამე ფილმისთვის დენზელმა ოსკარი მოიპოვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1977 | ტფ | ვილმა | Wilma | რობერტ ელდრიჯი |
1979 | ფ | კორიოლანუსი | Coriolanus | ედილი/რომან კიტიცენი |
1981 | ფ | ზუსტი ასლი | Carbon Copy | როჯერ პორტერი |
1982–1988 | ს | სენტ-ელსვერი | St. Elsewhere | დოქტორი ფილიპ ჩენდლერი |
1982 | ტფ | ნებართვა მკვლელობაზე | License to Kill | მარტინ სოიერი |
1984 | ფ | ჯარისკაცის ისტორია | A Soldier's Story | მელვინ პეტერსონი |
1984 | ტფ | ჯორჯ მაკენას ისტორია | The George McKenna Story | ჯორჯ მაკენა |
1986 | ფ | ძალა | Power | არნოლდ ბილინგსი |
1987 | ფ | თავისუფლების ძახილი | Cry Freedom | სტივ ბიკო |
1989 | ფ | ძლევამოსილი ქვინი | Xavier Quinn | ქსავიერ ქვინი |
1989 | ფ | დედოფლისა და ქვეყნისთვის | For Queen and Country | რუბენ ჯეიმსი |
1989 | ფ | დიდება | Glory | ჯარისკაცი ტრიპი |
1990 | ფ | გულის მდგომარეობა | Heart Condition | ნაპოლეონ სტოუნი |
1990 | ფ | ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის | Mo' Better Blues | ბლიკ გილიამი |
1991 | ფ | ასხლეტა | Ricochet | ნიკოლას სტაილზი |
1992 | ფ | მისისიპი მასალა | Mississippi Masala | დემეტრიუს უილიამსი |
1992 | ფ | მალკოლმ იქსი | Malcolm X | მალკოლმ იქსი |
1993 | ფ | აურზაური არაფრის გამო | Much Ado About Nothing | დონ პედრო არაგონელი |
1993 | ფ | საქმე ვარხვებზე | The Pelican Brief | გრეი გრანთამი |
1993 | ფ | ფილადელფია | Philadelphia | ჯო მილერი |
1995 | ფ | მეწამული მოქცევა | Crimson Tide | ლეიტენანტი რონ ჰანტერი |
1995 | ფ | ვირტუოზობა | Virtuosity | ლეიტენანტი პარკერ ბარნსი |
1995 | ფ | ეშმაკი ცისფერ კაბაში | Devil in a Blue Dress | იზი როულინსი |
1996 | ფ | სიმამაცე ბრძოლაში | Courage Under Fire | ლეიტენანტი კოლონელ ნათანიელ სერლინგი |
1996 | ფ | მღვდლის ცოლი | The Preacher's Wife | დადლი |
1998 | ფ | დაცემული | Fallen | დეტექტივი ჯონ ჰობსი |
1998 | ფ | მისი თამაში | He Got Game | ჯეიკ შატლსვორთი |
1998 | ფ | ალყა | The Siege | FBI-ს სპეციალური აგენტი ენტონი 'ჰაბ' ჰაბარდი |
1999 | ფ | შიშის ძალაუფლება | The Bone Collector | ლინკოლნ რაიმი |
1999 | ფ | ქარიშხალი | The Hurricane | რუბინ კარტერი |
2000 | ფ | ტიტანების გახსენება | Remember the Titans | მწვრთნელი ჰერმან ბუნი |
2000 | ფ | ლორეტა კლეიბორნის ისტორია | The Loretta Claiborne Story | საკუთარი თავი |
2001 | ფ | საწვრთნელი დღე | Training Day | დეტექტივი ალონსო ჰარისი |
2002 | ფ | ჯონ ქიუ | John Q | ჯონ ქუინსი არჩიბალდი |
2002 | ფ | ანტუან ფიშერის ისტორია | Antwone Fisher | ექიმი ჯერომ დევენპორტი |
2003 | ფ | დროის გარეშე | Out of Time | პოლიციის შეფი მათიას ლი უიტლოკი |
2004 | ფ | კაცი ცეცხლის ქვეშ | Man on Fire | ჯონ კრისი |
2004 | ფ | მანჯურიის კანდიდატი | The Manchurian Candidate | მაიორი ბენ მარკო |
2006 | ფ | მოუხელთებელი | Inside Man | დეტექტივი კეიტ ფრეიზერი |
2006 | ფ | დეჟა ვუ | Déjà Vu | სპეციალური აგენტი დაგ კარლინი |
2007 | ფ | ამერიკელი განგსტერი | American Gangster | ფრენკ ლუკასი |
2007 | ფ | დიდი მოკამათეები | The Great Debaters | მელვინ ტოლსონი / რეჟისორი |
2009 | ფ | 123 მატარებლის სახიფათო მგზავრები | The Taking of Pelham 123 | ვოლტერ გერბერი |
2010 | ფ | ილაის წიგნი | The Book of Eli | ილაი |
2010 | ფ | უმართავი | Unstoppable | ფრენკ ბერნსი |
2012 | ფ | ხაფანგი | Safe House | ტობინ ფროსტი |
2012 | ფ | ფრენა | Flight | უიპ უიტეკერი |
2013 | ფ | 2 გასროლა | 2 Guns | ბობი ტრენჩი |
2014 | ფ | მათანაბრებელი | The Equalizer | რობერტ მაკ-კელი |
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1982 წელს დენზელი პაულეტა პირსონზე დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ვაჟი ჯონ დევიდი (დ. 1985 წელს), ქალიშვილი კატია (დ. 1988 წელს) და ტყუპები მალკომი და ოლივია (დ. 1991 წელს).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დენზელ ვაშინგტონის ბიოგრაფია დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine. , AllMovie.com.