შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.
კათოლიკური ეკლესია ცოდვებს ორ ნაწილად ყოფს: შესაწყნარებელი ცოდვები, რომელიც შედარებით მცირე ცოდვაა და ღმერთთან ბოლომდე არ განგაშორებს და უფრო სასტიკი ცოდვები, მომაკვდინებელი ცოდვები. თეოლოგიაში მომაკვდინებელი ცოდვები ითვლება რომ გაკარგვინებს ღვთის მადლსა და მოწყალებას და გიქადის სამუდამო სატანჯველს.
კათოლიკეებისთვის ეს შვიდი ცოდვა არ დგას ცალკე, განდგომილად, არამედ თვლიან რომ სწორედ ეს შვიდი ცოდვაა სხვა ცოდვების საწყისი. მომაკვდინებელი ცოდვა შეიძლება იყოს შესაწყნარებელი, თუმცა დამოკიდებულია გარემოებებზე.
XIV საუკუნის დასაწყისში შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ევროპელი მხატვრების მთავარ თემად იქვა. თავიანთი ნაშრომებით ისინი ხელს უწყობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცოდვების არსის ახსნას და გავრცელებას კათოლიკურ საზოგადოებაში. მაგალითისათვის შეიქმნა მნემონიკური სიტყვა „SALIGIA“, რომელიც დაფუძნებულია შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ლათინური სახელწოდებების პირველი ასოებისგან (superbia, avaritia, luxuria, invidia, gula, ira, acedia.[1]).
ჩამოყალიბების პროცესი
რედაქტირებაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვის დღევანდელი სახით არსებობა დაკავშირებულია IV საუკუნის ქართველ ბერთან ევაგრე პონტოელთან. მან ჩამოაყალიბა „რვა მზაკვრული ფიქრი“:[2]
- Γαστριμαργία (gastrimargia) ნაყროვანება.
- Πορνεία (porneia) სიძვა.
- Φιλαργυρία (philargyria) ანგარება.
- Ὑπερηφανία (hyperēphania) მედიდურობა.
- Λύπη (lypē) მწუხარება - მიღებულია როგორც შური, მწუხარება სხვისი კეთილად ყოფნის გამო.
- Ὀργή (orgē) მრისხანება.
- Κενοδοξία (kenodoxia) სიამაყე.
- Ἀκηδία (akēdia) გულგრილობა.
ლათინურიდან ითარგმნა დასავლეთის ეკლესიის მიერ, ძირითადად იოანე კასიანის მიერ, და შემდგომ გახდა ღვთისმოსაობისაკენ მიმავალი გზის მაჩვენებლად:
- Gula
- Fornicatio
- Avaritia
- Superbia
- Tristitia
- Ira
- Vanagloria
- Acedia
ეს „მზაკვრული ფიქრები“ სამ კატეგორიად გაიყო:
- ავხორცი მიდრეკილებები: (ნაყროვანება, სიძვა, და ანგარება)
- გულფიცხობა (მრისხანება)
- გონებრივი ცოდვები: (პატივმოყვარეობა - სიამაყე, მწუხარება, მედიდურობა, და სევდა)
ორი საუკუნის შემდეგ, 590 წელს, პაპმა გრეგორი I-მა ეს სია შეასწორა და შემდეგნაირად წარმოდგება: მწუხარება/სასოწარკვეთა/სევდა ჩამოაყალიბა როგორც გულგრილობა, პატივმოყვარეობა როგორც ამპარტავნება და დაუმატა შური.[3] პაპ გრეგორი I-ს მიერ ჩამოყალიბებული სია დანტე ალიგიერიმ თავის ღვთიურ კომედიაში გამოიყენა და ასე გამოიყურება:
- luxuria (გარყვნილება/სიძვა)[4][5][6]
- gula (ნაყროვანება/მუცელღმერთობა)
- avaritia (ანგარება/სიხარბე)
- acedia (გულგრილობა/უქნარობა/მიმოწვლილველობა)
- ira (მრისხანება)
- invidia (შური)
- superbia (ამპარტავნება)
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განმარტებები
რედაქტირებასიძვა
რედაქტირებასიძვა იგივე გარყვნილება არის დაუოკებელი სურვილი. ხშირ შემთხვევაში ესაა გადამეტებული სექსუალური სურვილები. თავდაპირველად მას უფრო ფართო გაგება ჰქონდა და მოიცავდა ნებისმიერი რამის წადილს, იქნებოდა ეს ფული, ძალაუფლება თუ დიდება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბოილი, მერჯერი ო'რუკი [1997-10-23] (1997). „მესამე თავი: გამცემი“, Loyola's Acts: The Rhetoric of the Self, The New Historicism: Studies in Cultural Poetics,. Berkeley: კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 100–146. ISBN 978-0-520-20937-4.
- ↑ Evagrio Pontico,Gli Otto Spiriti Malvagi, trans., Felice Comello, Pratiche Editrice, Parma, 1990, p.11-12.
- ↑ Introduction to Paulist Press edition of John Climacus: The Ladder of Divine Ascent by Kallistos Ware, p63.
- ↑ Godsall-Myers, Jean E. (2003). Speaking in the medieval world. Brill, გვ. 27. ISBN 90-04-12955-3.
- ↑ Katherine Ludwig, Jansen (2001). The making of the Magdalen: preaching and popular devotion in the later Middle Ages. Princeton University Press, გვ. 168. ISBN 0-691-08987-6.
- ↑ Vossler, Karl; Spingarn, Joel Elias (1929). Mediæval Culture: The religious, philosophic, and ethico-political background of the "Divine Comedy". University of Michigan: Constable & company, გვ. 246.