ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შერონ მილს დრეიპერი (ინგლ. Sharon Mills Draper; დ. 21 აგვისტო, 1948)[1][2]ამერიკელი საბავშვო მწერალი და პროფესიონალი მასწავლებელი. არის 1997 წლის საუკეთესო მასწავლებელი, „კორეტა სკოტ კინგის პრემიის“ ხუთ გზის ლაურეატი. მის განთქმულ ნაწარმოებებს შორისაა: „ორმაგი ჰოლანდიური“ (2004), „სპილენძის მზე“ (2006), „გონების მიღმა“ (2010). მისი წიგნი „გონების მიღმა“, New York Times ბესთსელერების პირველ ადგილს, გადაბმულად ორი წელი იკავებდა.

შერონ დრეიპერი

დრეიპერი 2018 წელს, BookExpo America-ში.
დაბადების სახელი შერონ მილს დრეიპერი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1948 (1948-08-21) (76 წლის)
კლივლენდი, ოჰაიო
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება პიპერდინის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი მიამი
საქმიანობა მწერალი
აქტიური 1990-დღემდე
ცნობილი ნაშრომები „გონების მიღმა“
„ორმაგი ჰოლანდიური“
„სპილენძის მზე“

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

შერონ დრეიპერი დაიბადა 1948 წლის 21 აგვისტოს, კლივლენდიში, ოჰაიოში. არის ვიქტორ დ. მილსის და კატერინა გაჯეტ მილსის ქალიშვილი. ჰყავს ორი უმცროსი და.[3] ბავშვობაში მას ფორტეპიანოზე დაკვრა და წიგნების კითხვა უყვარდა.[4] 11 წლის ასაკში ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ყველა საბავშვო წიგნი ჰქონდა წაკითხული, სწორედ ამის გამო, მას მისცეს სპეციალური ბიბლიოთეკის ბარათი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა მოზარდების წიგნებიც წაეკითხა.[5]

პიპერდინის უნივერსიტეტში ინგლისურის განხრით აიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1974 წელს მაგისტრის ხარისხი უნივერსიტეტ მიამი.[6] სწავლის დასრულების შემდეგ იგი მასწავლებლად მუშაობდა ადგილობრივ საჯარო სკოლებში. დრეიპერმა სამწერლო კარიერა 1990 წელს დაიწყო, როდესაც როგორც მასწავლებელმა მეცხრე კლასელის გამოწვევა მიიღო.[5][7][8] შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში, რომლის ფარგლებშიდაც მან დაწერა მოკლე მოთხრობა, სახელწოდებით „ერთი პატარა ლამპარი“. კონკურსში გამარჯვების შედეგად, იგი დაჯილდოვდა 5000 აშშ დოლარით მისი მოთხრობა კი საჯაროდ გამოქვეყნდა. 2000 წელს მან შეწყვიტა მასწავლებლად მუშაობა, რათა წიგნების წერისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო. იგი მეუღლესთან ერთად, აშშ-ს შტატის, ოჰაიოს ერთ-ერთ ქალაქში, ცინცინატიში ცხოვრობს.[9]

  1. "Sharon M. Draper: Embracing Literacy" by KaaVonia Hinton, Scarecrow Studies in Young Adult Literature, 31, Scarecrow Press, 2008
  2. Simon and Schuster Authors A-Z: Sharon M. Draper
  3. Hinton, KaaVonia (2008-12-04). Sharon M. Draper: Embracing Literacy (en). Scarecrow Press. ISBN 9780810866539. 
  4. „In Conversation: Sharon M. Draper and Jason Reynolds“. Publishers Weekly (Online). October 2018 – წარმოდგენილია Ebscohost-ის მიერ.
  5. 5.0 5.1 Hinton, KaaVonia (October 2008). „AUTHOR PROFILE: SHARON M. DRAPER“. Library Media Connection. 27 (2): 42–43 – წარმოდგენილია Ebscohost-ის მიერ.
  6. Sharon M. Draper | Encyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2019-11-06
  7. Castellitto, Linda M.. (2015-01-01) This is the sound of courage English. ციტირების თარიღი: 2019-11-26[მკვდარი ბმული]
  8. Draper, Sharon M. (Spring–Summer 2001). „Alex Haley, me, and a kid named Kyrus: a tale of cosmic connections“. Obsidian III. 3 (1): 26+ – წარმოდგენილია Gale Literature Resource Center-ის მიერ.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღის ფორმატი (link)
  9. Sharon M. Draper Books, Author Biography, and Reading Level | Scholastic. ციტირების თარიღი: 2019-11-06
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შერონ_დრეიპერი“-დან