გონების მიღმა (რომანი)

გონების მიღმა (ინგლ. Out of My Mind) — ამერიკელი მწერლის, შერონ დრეიპერის რეალისტური და საბავშვო წიგნი.[1] პირველად გამოქვეყნდა 2010 წლის 9 მარტს, აშშ-ში, „Atheneum Books“-ის მიერ. წიგნი New York Times-ის ბესტსელერებში პირველ ადგილს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. მეხუთე გამოცემის გარეკანის ილუსტრირება ეკუთვნის დენიელ ჩანგს. რეკომენდებულია V–VIII კლასის ასაკის ბავშვებისთვის. დაწერილია პირველ პირში.

„გონების მიღმა“
Out of My Mind
ავტორი შერონ დრეიპერი
რედაქტორი ინგა ჩახვაშვილი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
თემა ამერიკული ლიტერატურა
ჟანრი საბავშვო წიგნები
გამომცემელი „Atheneum Books“
„Simon & Schuster“
გამოცემის თარიღი 2010 წლის 9 მარტი
მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი
ქართულად გამოიცა 2010 („წიგნები ბათუმში“)
მედია რბილი ყდა
გვერდი 240 (ქართული გამომცემლობა, 2010)
ISBN 9789941467028

შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“ მოგვითხრობს მელოდი ბრუკსის შესახებ, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. მას შეზღუდული აქვს მეტყველების და გადაადგილების უნარი. სწავლობს ინკლუზიურ კლასში და ძალიან ხშირად უწევს კლასელების და მასწავლებლების მხრიდან დამაკნინებელი მოპყრობის ატანა. წიგნში მას ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, საბოლოოდ მოთხრობის გმირი ახერხებს ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვას და იგი საკუთარ თავსაც კი სჯობნის.

რესურსები ინტერტენში

რედაქტირება
  1. Sharon Draper: Biography. Sharon Draper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 October 2015.