ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი

(გადამისამართდა გვერდიდან შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი)

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი (არაბ. حمد بن خليفة آل ثاني; დ. 1 იანვარი 1952, დოჰა, კატარი) — კატარის ამირა 1995 წლის 27 ივნისიდან (შვეიცარიაში დასასვენებლად მყოფი მამამისის ჩამოგდების შემდეგ) 2013 წლის 25 ივნისამდე[1][2].

ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
حمد بن خليفة آل ثاني
ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი حمد بن خليفة آل ثاني
კატარის მე-3 ამირა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი 1995 – 25 ივნისი 2013
წინამორბედიხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი
მემკვიდრეტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი

კატარის მე-2 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი 1995 – 29 ოქტომბერი 1996
წინამორბედიხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი
მემკვიდრეაბდულაჰ ნიბ ხალიფა ალ-თანი

დაბადებული1 იანვარი, 1952 (1952-01-01) (72 წლის)
კატარის დროშა დოჰა, კატარი
მოქალაქეობაკატარის
ეროვნებაკატარელი
მამახალიფა ბინ ჰამად ალ-თანი
დედაშეიხა ალ-ატიიაჰი
მეუღლე● მარიამ ბინტ მუჰამადი
მოზაჰ ბინტ ნასსერი
● ნოორა ბინტ ხალიდი
შვილებიტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი
რელიგიასუნიტი მუსლიმი
ჯილდოები
ჰუსეინ იბნ ალის პირველი ხარისხის ორდენი
ჰუსეინ იბნ ალის პირველი ხარისხის ორდენი
ხოსე მარტის ორდენი
ხოსე მარტის ორდენი
ფრანსისკო მირანდას პირველი ხარისხის ორდენი
ფრანსისკო მირანდას პირველი ხარისხის ორდენი
მეფე აბდელ-აზიზის ორდენი
მეფე აბდელ-აზიზის ორდენი
წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენი
ნილოსის ორდენი
ნილოსის ორდენი
დამსახურებების მალტის ეროვნული ორდენი
დამსახურებების მალტის ეროვნული ორდენი
„ნიშან-ე-პაკისტანის“ ორდენი
„ნიშან-ე-პაკისტანის“ ორდენი
რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი
რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი
მთავარ იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი
თეთრი ვარდის ორდენი
თეთრი ვარდის ორდენი
მეფე ტომისლავის ორდენი
მეფე ტომისლავის ორდენი

განათლების მირბა კატარში დაიწყო, 1971 წლის ივლისში დაამთავრა დიდი ბრიტანეთის სანჰიორსტის სამეფო სამხედრო აკადემია, მსახურობდა პატარის არმიაში. 1977 წლის 31 მაისიდან — ქვეყნის ტახტის მემკვიდრე და თავდაცვის მინისტრი, მის მთავარ მიზანს არმიის მოდერნიაზაცია წარმოადგენდა. 1995 წლის 27 ივნისიდან უსისხლო გადატრიალებისდა და საკუთარი მამის თანამდებობიდან ჩამოგდების შემდეგ, მოდის ქვეყნის სათავეში. აქვს სუსტი ჯანმრთელობა, დაავადებულია დიაბეტით. 1997 წელს კატარი რეგიონის პირველ ქვეყნად გახადა, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მისცა.

ის ცნობილია პირველი არაბული საერთაშორისო სამაუწყებლო ტელევიზიის, ალ-ჯაზირას დაარსებისთვის გაწეული დახმარების გამო, რომელიც გამოიხატა მის გადაწყვეტილებაში პირველი ხუთი წლის განმავლობაში ალ-ჯაზირას არსებობის შესანარჩუნებლად, ის 500 მილიონი კატარული რიალით ($137 მილიონი) დაფინანსებინა. 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში მას ბრალს სდებდნენ ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაში, როგორებიც არიან ჰამასი[3], ანსარ დინე[4], დასავლეთი აფრიკის გაერთიანებისა და ჯიჰადის მოძრაობა (MUJAO)[4] და ალ-ნუსრის ფრონტი.[5].

2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა სატელევიზიო გამოსვლისას ქვეყნის მმართველობა თავის შვილს ტამიმს გადააბარა[6]. ძალაუფლების შეცვლასთან დაკავშირებით, ჰამადმა განაცხადა: „დრო მოვიდა ჩვენი ერის მოგზაურობაში ახალი გვერდის გადაშლისა, რომელშიც პასუხისმგებლობას ახალი თაობა იკისრებს საკუთარ თავზე“[7].

  1. Windfuhr, Volkhard; Zand, Bernhard (29 March 2009). „SPIEGEL Interview with the Emir of Qatar – 'We Are Coming to Invest'. Spiegel.de. ციტირების თარიღი: 2 March 2012.
  2. Cohen, Noam (1 January 2009). „Al Jazeera provides an inside look at Gaza conflict“. ციტირების თარიღი: 2 March 2012.
  3. 23 October 2012 11:03 pm, Qatar emir in landmark trip to Gaza, By Simeon Kerr in Dubai and Vita Bekker in Jerusalem, http://www.ft.com/intl/cms/s/0/0d0bb8de-1cf5-11e2-a17f-00144feabdc0.html#axzz2MxwMs81t
  4. 4.0 4.1 Is Qatar fuelling the crisis in north Mali? , France 24, Latest update: 23 January 2013 , http://www.france24.com/en/20130121-qatar-mali-france-ansar-dine-mnla-al-qaeda-sunni-islam-doha
  5. Editorial, Al Qaeda in Syria, 10 December 2012, http://www.nytimes.com/2012/12/11/opinion/al-qaeda-in-syria.html?_r=0
  6. „Qatari emir Sheikh Hamad hands power to son Tamim“. BBC. 25 June 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2013.
  7. Maierbrugger, Arno. (25 June 2013) Qatar emir resigns, hands over power to son. Inside Investor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2013.