შეიხ ალი
შეიხ ალი (სპარს. علی شیخ; დ. 1478 — გ. 1494) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1488–1494 წლებში, შეიხ ჰეიდარისა და უზუნ-ჰასანის ქალიშვილის, მართას უფროსი ვაჟი, სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებლის, ისმაილ I-ის უფროსი ძმა. შეიხი გახდა 10 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მამამისი შეიხ ჰეიდარი შირვან-შაჰ ფარუხიასარმა დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.
შეიხ ალი | |
---|---|
აზერ. Şeyx Sultan Əli | |
სეფევიეს ორდენის მე–7 შეიხი | |
მმართ. დასაწყისი: | 1488 |
მმართ. დასასრული: | 1494 |
წინამორბედი: | შეიხ ჰეიდარი |
მემკვიდრე: | ისმაილ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1478 |
გარდ. თარიღი: | 1494 |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | შეიხ ჰეიდარი |
დედა: | ჰალიმა ბეგუმი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
შეიხ ალი, მამის მსგავსად, გამოვიდა შირვანის წინააღმდეგ საბრძოლველად. მარბიელი ლაშქრობები განახორციელა აყ-ყოინლუს ტერიტორიებზე. 1492 წელს მისი გავლენის ქვეშ მოექცა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია.
მისმა ნათესავმა, თეთრბატკნიანთა ბელადმა, რუსტემმა, ანატოლიის ბეილიქების დახმარებით მალევე მოახერხა მისი ბრძოლაში დამარცხება და შეპყრობა. 1494 წელს 16 წლის შეიხ ალი სიკვდილით დაისაჯა. ალის სიკვდილის შემდეგ ყიზილბაშებმა მოახერხეს მისი უმცროსი ძმის, 7 წლის ისმაილის გადამალვა.
1499 წელს ისმაილმა ჯერ შირვან-შაჰებზე იძია შური, ხოლო 1501 წელს, აყ-ყოინლუს დინასტიის დამხობის შემდეგ საფუძველი ჩაუყარა ახალ შიიტურ ირანს — სეფიანთა იმპერიას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- The Ismāʻı̄lı̄s, By Farhad Daftary, pg.466
- Islam without Allah?, By Colin Turner, pg.63
- Safavid Iran, By Andrew J. Newman, pg.129
შეიხ ალი
| ||
წინამორბედი: შეიხ ჰეიდარი |
სეფევიეს ორდენის შეიხი 1488–1494 |
შემდეგი: ისმაილ I |