სეფევიე — სუფიურ-დერვიშული ორდენი, რომელიც აღმოცენდა ქალაქ არდებილში. მისი დამაარსებელი იყო შეიხი სეფი ალ-დინ ისჰაკი (1252-1334). თავდაპირველად ორდენი თავის წევრებს იცავდა ფეოდალთა ჩაგვრისგან. XV საუკუნეში ორდენის წევრები გახდნენ არდებილის გამგებლები და სეფიანი შეიხების დასაყრდენი პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. სეფევიეს სამხედრო დასაყრდენი იყვნენ ყიზილბაშები. მათი იდეოლოგია ეფუძნებოდა შიიზმს. სეფევიეს მიმდევრების გამოსვლა დაიწყო 1499 წელს აყ-ყოინლუს წინააღმდეგ. გამოსვლა დამთავრდა მათი გამარჯვებით და სეფიანთა იმპერიის შექმნით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება