შეზრდილყბიანები
შეზრდილყბიანები (ლათ. Tetraodontiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მოიცავს 11 ოჯახის 100-მდე სახეობას. შეზრდილყბიანებისათვის დამახასიათებელია ზედა ყბის ძვლების მტკიცე შეერთება ან შეზრდა, მათი სხვადასხვა ფორმისა და ზომის (4 სმ-დან 3 მ-ზე მეტი) სხეული დაფარულია ეკლებად, ქიცვებად ან ფირფიტებად ქცეული ქერცლებით. ბინადრობენ უმეტესად ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზღვებში. შავ ზღვაში გვხვდება 1 სახეობა — Balistes capriscus. ტოქსიკური თვისებებისა და უგემური ხორცის გამო შეზრდილყბიანების სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ოჯახებირედაქტირება
გადაშენებული ოჯახებირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 703.
- Tree of Life: Tetraodontiformes
- Sepkoski, Jack (2002). "A compendium of fossil marine animal genera". Bulletins of American Paleontology 364: p.560. http://strata.ummp.lsa.umich.edu/jack/showgenera.php?taxon=611&rank=class. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.