რაფი უდ-დაულა იგივე შაჰ-ჯაჰან II (დ. ივნისი, 1696 — გ. 19 სექტემბერი, 1719, ფატეჰპურ-სიკრი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-12 იმპერატორი 1719 წელს, 3 თვის განმავლობაში. რაფი უშ-შანის ვაჟი, ბაჰადურ-შაჰ I-ის შვილიშვილი.

შაჰ-ჯაჰან II
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-12 იმპერატორი
კორონაცია: 8 ივნისი, 1719
მმართ. დასაწყისი: 6 ივნისი, 1719
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1719
წინამორბედი: რაფი უდ-დარაჯათი
მემკვიდრე: მუჰამად-შაჰი
რეგენტი: ძმები სეიიდები
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ივნისი, 1696
დაბ. ადგილი: დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1719
გარდ. ადგილი: ფატეჰპურ-სიკრი, დიდ მოგოლთა იმპერია
სრული სახელი: რაფი-ედ-დინ რაფი-უდ-დაულ შაჰ-ჯაჰან II
დინასტია: თემურიდები
მამა: რაფი უშ-შანი
(ბაჰადურ-შაჰ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაფი უდ-დაულა დაიბადა 1696 წელს, შაჰზადე რაფი უშ-შანის ოჯახში. 1719 წლის 6 ივნისს მიიღო ფადიშაჰის ტახტი ავადმყოფი ძმის, რაფი უდ-დარაჯათისგან. მისი კორონაცია შედგა 8 ივნისს დივან-ი-ჰასში, წითელ ციხესიმაგრეში, სადაც მიიღო საიმპერატორო სახელი: „შაჰ ჯაჰან II.“ უმცროსი ძმის მსგავსად, შაჰ-ჯაჰანი ტახტზე აირჩიეს ძმებმა სეიიდებმა. ის მათი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, რეალურად ძალაუფლება არ ჰქონდა ხელში და დიდი მოგოლების ფორმალურ ლიდერად ითვლებოდა.

შაჰ-ჯაჰან II-ის უფლებები იმდენად იყო შეზღუდული, რომ ერთ-ერთი ძმა სეიიდის თანდასწრების გარეშე პარასკევის ლოცვის დასწრებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონდა. გარდაიცვალა ფატეჰპურ-სიკრიში, 1719 წლის 19 სექტემბერს, ძმის მსგავსად ტუბერკულოზით. დაკრძალეს რაფი უდ-დარაჯათის გვერდით, მეჰრაულიში, დელიში. მის შემდეგ ძმებმა სეიიდებმა მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე აიყვანეს მუჰამად-შაჰი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mehta, Jaswant Lal (2005). Advanced Study in the History of Modern India 1707–1813. Sterling Publishers. 
  • Fisher, Michael H. (1 October 2015), A Short History of the Mughal Empire, I.B.Tauris, ISBN 978-0-85772-976-7
წინამორბედი:
რაფი უდ-დარაჯათი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
1719
შემდეგი:
მუჰამად-შაჰი