შარლ ბელანჟე (ფრანგ. Charles Paulus Bélanger; დ. 27 მაისი, 1805, პარიზი — გ. 18 ნოემბერი, 1881, სენ-პიერი) — ფრანგი ნატურალისტი პონდიშერის სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი. 1825-1829 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ირანსა და ინდოეთში. ამიერკავკასიაზე შეგროვილ, უმეტესად ეკონომიკური ხასიათის მასალას თავი მოუყარა წიგნში „მოგზაურობა აღმოსავლეთ ინდოეთში“, რომელშიც საყურადღებო ცნობებია ქართველების, ჩერქეზების, ინგუშების, ოსების, ლეკების, სომხებისა და სხვათა ყოფაზე; ბელანჟე აღწერს თბილისს, მცხეთას, ანისს, ერევანს და სხვ. საყურადღებოა სტატისტიკური მონაცემები თბილისის და ამიერკავკასიის შესახებ. წიგნს დართული აქვს სურათები – თბილისი, თბილისის ბაზარი, ქართველი ქალი და მამაკაცი, სასოფლო-სამეურნეო იარაღი, მუსიკალური საკრავები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება