სენ-პიერი (მარტინიკა)

სენ-პიერი (ფრანგ. Saint-Pierre) — პატარა საპორტო ქალაქი ვესტ-ინდოეთში, კუნძულ მარტინიკაზე. 2007 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 4,590 ადამიანი. დაარსდა 1635 წელს ფრანგი ახალმოსახლეების მიერ. 1692 წლამდე მანამ სანამ გუბერნატორის რეზიდენცია იქნა გადმოტანილი ფორ-დე-ფრანსში, იყო ამავე სახელწოდების ფრანგული კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში რჩებოდა ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქალაქად კუნძულ მარტინიკაზე. ვულკან მონტან-პელეს ამოფრქვევის შედეგად, თითქმის მთლიანად დაინგრა 1902 წელს. ამასთანავე ვულკანიდან წამოსულმა პიროკლასტურმა ნაკადმა შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. შაქრის წარმოების ცენტრია. არის გეოლოგიური ლაბორატორია და ვულკანოლოგიური მუზეუმი.

ქალაქი
სენ-პიერი
Saint-Pierre

სენ-პიერი
გერბი

ქვეყანა მარტინიკის დროშა მარტინიკა
კოორდინატები 14°44′30″ ჩ. გ. 61°10′33″ დ. გ. / 14.74167° ჩ. გ. 61.17583° დ. გ. / 14.74167; -61.17583
დაარსდა 1635
ფართობი 38.72 კმ²
მოსახლეობა 4,590 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 120 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 97250[1]
ოფიციალური საიტი saint-pierre-mq.fr
სენ-პიერი (მარტინიკა) — დედამიწა
სენ-პიერი (მარტინიკა)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება