შარახევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
შარახევი — სოფელი, ისტორიული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის აუზში, მდინარე შარახევის მარცხენა ნაპირზე, თიანეთის ჩრდილოეთით, 17 კილომეტრზე. შარახევი ახლანდელი სოფლების — ზემო და ქვემო შარახევის — ისტორიული სახელწოდებაა. შარახევზე გადიოდა გზა, რომელიც თიანეთ-არტანს აკავშირებდა გომეწრის, გუდამაყრის, ხადისა და სხვა ხეობებთან. სოფლის სახელწოდებაც ამ გზიდან უნდა მომდინარეობდეს. სოფელი მჭიდროდ დასახლებული და კულტ-სამეურნეო თვალსაზრისით მეტად განვითარებული იყო. შარახევი ისტორიულად ერწო-თიანეთში შედიოდა, ადრინდელ შუა საუკუნეებში კი — კახეთის სამთავროში. საქართველოს ერთიანობის ხანაში უშუალოდ სამეფო კარს ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოში შევიდა. XVll-XVlll საუკუნეებში ძლიერ დაზარალდა და დაცარიელდა. XlX საუკუნის ll ნახევრიდან შარახევში ფშაველები დასახლდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 420.