შანტარაკშიტა
შანტარაკშიტა (დევ. शान्तरक्षित, ტიბ. ཞི་བ་ཚོ , ვაილი zhi ba tsho;) — ბუდისტი ფილოსოფოსი და წინასწარმეტყველი, ინდოეთში ნალანდას საერთაშორისო საგანმანათლრბლო ცენტრის დამფუძნებელი, ხანგრძლივად მოღვაწე ბერი ტიბეტში. VIII სს. შუა ხანებში ტიბეტის მეფე ტრისონგ დეცენამ მოიწვია შანტარაკშიტა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ბუდისტი სწავლული და ბუდისტური ფილოსოფიური მცნებების მადჰიამაკის და იოგაცარის მოძღვარი. ტიბეტში თავისი შრომისა და ბუდიზმის გავრცელებისათვის შანტარაკშიტამ მიიღო "აჩარია-ბოდჰისატვას" ტიტული, რაც ნიშნავს ბოდჰისატვა-მოძღვარს".
შანტარაკშიტამ დააარსა ტიბეტის პირველი ბუდისტური მონასტრები. მათ შორის, პირველი მონასტერი სამიე ლჰასას მახლობლად. მან მოამზადა აგრეთვე, რამდენიმე ცნობილი ტიბეტური საგვარეულოს წარმომადგენელი პირველ ბუდისტ ბერად ვინაის შესაბამისი წესების დაცვით.
შანტარაკშიტამ მოაწყო ინდური ბუდისტური თხზულებების მასობრივი და კვალიფიციური თარგმანი.
თუმცა კლასიკური მაჰაიანა რომლის წარმომადგენელი იყო თავად შანტარაკშიტა, რთულად ვრცელდებოდა ურწმუნო ტიბეტელებში. ასევე, მრავალი დაბრკოლება ექმნებოდა ახალ რელიგიას რელიგია ბონის მღვდელმსახურებისა და შამანების მხრიდან. ამიტომ შანტარაკშიტამ ურჩია ტრისონგ დეცენას, მოეწვია ტანტრული მიმდინარეობის იოგა და სასწაულმოქმედი პადმასამბჰავა უდიანიდან.
შანტარაკშიტა და პადმასამბჰავა ითვლებიან ტიბეტში პირველი ბუდისტური სკოლის ნიინგმას დამაარსებლად, რომელსაც ასევე, უწოდებენ უძველესი ტარგმანების სკოლას.