ნალანდა (ჰინ. नालंदा) — V-XII საუკუნეების ბუდისტური უნივერსიტეტი და სამონასტრო კომპლექსი ინდოეთში. თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მუშაობდნენ, ასწავლიდნენ და სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბუდისტური ფილოსოფიის წარმომადგენლები. ნალანდის ნანგრევები მდებარეობს შტატ ბიჰარში, ინდოეთის ძველ დედაქალაქ პატნადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 90 კმ-ში.

ნალანდა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ნალანდის ნანგრევები
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 25°08′12″ ჩ. გ. 85°26′38″ ა. გ. / 25.13667° ჩ. გ. 85.44389° ა. გ. / 25.13667; 85.44389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (მე-40 სესია)
ნომერი 1502
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1502
ინგლ.რუს.ფრ.

უნივერსიტეტი დაარსდა V საუკუნის პირველ მესამედში, განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია გუპტას იმპერიის პერიოდში, თუმცა უნივერსიტეტის მფარველობას განაგრძობდნენ გუპტების შემცვლელი პალას დინასტიის მმართველებიც.

ნალანდის შესახებ წერდა VI საუკუნის ჩინელი ბუდისტი სწავლული და მოგზაური სიუანცზანი. მისი მტკიცებით ნალანდაში ასწავლიდა 1 000 პროფესორი, სწავლობდა 10 000 სტუდენტი, უნივერსიტეტის შენობა იყო ცხრასართულიანი, მოიცავდა 6 ტაძარს და 7 მონასტერს, ბიბლიოთეკაში დაცული იყო 9 მლნ წიგნი. 1193 წელს უნივერსიტეტი დაანგრია თურქთა არმიამ, რომელსაც მუსულმანი ფანატიკოსი ბაჰთიარ ხალჯი მეთაურობდა. ათასობით ბერი ცოცხლად დაწვეს, ან თავი მოჰკვეთეს, ნალანდის მდიდარი ბიბლიოთეკა კი დაწვეს. ამ ლაშქრობამ მკვეთრი დარტყმა მიაყენა ბუდიზმს ინდოეთში. მრავალი ბუდისტი ბერი გაიქცა ნეპალში და ტიბეტში. 1351 წელს ტიბეტში გაიხსნა სასწავლო ცენტრი ამავე სახელწოდებით.

2006 წელს ინდოელი ბუდისტების ძალისხმევით დაიგეგმა აღედგინათ ნალანდის სასწავლებელი სახელწოდებით ნალანდის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2014 წლის 1 სექტემბერს უნივერსიტეტმა უკვე მიიღო პირველი 15 სტუდენტი[1].

2009 წლიდან ნალანდის უძველესი უნივერსიტეტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაშია[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Singh, Santosh. (3 сентября 2014) Nalanda University starts today with 15 students, 11 faculty members. The Indian Express.
  2. Excavated Remains at Nalanda