სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შანი (მრავალმნიშვნელოვანი).

შანის მთიანეთი — მთიანეთი მიანმარის აღმოსავლეთ ნაწილში, გრძელდება ჩინეთის, ლაოსისა და ტაილანდის ტერიტორიებზე. ჩინეთში ეწოდება იუნანის მთიანეთი. დასავლეთ ნაწილში მაღალი ტალღოვანი ვაკეები და ბრტყელმწვერვალიანი მასივები ენაცვლება მთათაშორის ქვაბულებს, აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს ღრმა ხეობებით დანაწევრებული ქედები. სიმაღლე 2500-2600 მ-მდე. შანის მთიანეთი უმთავრესად აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, კვარცებითა და კირქვებით. განვითარებულია კარსტი. არის პოლიმეტალების მადნებისა და ძვირფასი ქვების საბადოები. ჰავა სუბეკვატორულია, მუსონური. ნალექები 1300-2000 მმ წელიწადში. მდინარეები ჭორომიანია, იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სარწყავად. კალთები შემოსილია მთის მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ტყით, მშრალ ადგილებში სავანაა.

ლიტერატურა

რედაქტირება