შამპლენის ზღვა

ზღვა

შამპლენის ზღვა (ფრანგ. Mer de Champlain) — ყოფილი და დროებითი ვიწრო მარილიანი ყურე ატლანტის ოკეანეში, რომელიც შეიქმნა მყინვარის უკანდახევის შედეგად უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს. იგი მოიცავდა დღევანდელი კანადის პროვინციების კვებეკისა და ონტარიოს მიწებსა და აშშ-ის ნიუ-იორკისა და ვერმონტის შტატების გარკვეულ ნაწილს. არსებობდა 12-10 ათ. წლის წინ. მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 200 მ აღწევდა და ეს ნიშნული მის ცენტრალურ ნაწილში იყო განთავსებული. საწყის ეტაპზე მისი წყალი ცივი იყო, თუმცა შემდეგ წყალმა ტემპერატურის ზრდა განიცადა. შამპლენის ზღვის მარილიანობა (10-30 ‰) და ტემპერატურა (-1°-იდან 8°C-მდე) ამჟამინდელი ჯეიმზის უბის მსგავსია. დღეს ამ ზღვის არსებობაზე მიუთითებს ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც იპოვეს ოტავისა და მონრეალის სიახლოვეს. სახელწოდება პირველად გამოიყენა ამერიკელმა გეოლოგმა ჩარლზ ჰენრი ჰიჩკოკმა 1906 წელს.

შამპლენის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი კონტინენტური
ფართობი 55 000 კმ²
უდიდესი სიღრმე 200 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება