შალვა ჭოველიძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შალვა ჭოველიძე (დ. 1959) — ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.

შალვა ჭოველიძე
დაბ. თარიღი 1959
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983-1985 წლებში — საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი, კლინიკური ორდინატორი. 1985-1988 წლებში — საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიურ ცენტრი, კლინიკური ასპირანტურა. 1988-1994 წლებში — საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994-1998 წლებში — ქალაქი პარიზის პიერ და მარი კიურის სამედიცინო ფაკულტეტი, ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიური განყოფილება, კლინიკური რეზიდენტი და სამეცნიერო კლინიკური ასისტენტი (საფრანგეთი). 1998- 2006 წლებში — ქალაქ სანსის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო, უროლოგიური განყოფილების ორდინატორი (საფრანგეთი). 2006 წლიდან — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უროლოგიური მიმართულების პროფესორი. 2007 წლიდან შეთავსებით, შპს „ინტერკლინიკის“ კონსულტანტი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი. 2012 წელს — შპს „რეპროარტი“, კონსულტანტი ანდროლოგი. 2012-2017 წლებში - შპს რესპუბლიკური საავამყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სექტორი, სექტორის ხელმძღვანელი. 2011 წლიდან — მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2015 წლიდან — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სრული პროფესორი. ექიმი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ორმხრივი ვარიკოცელე და მამაკაცის უნაყოფობა“, დაიცვა 2004 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 389

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ჭოველიძე“-დან