შალვა ყიასაშვილი

ქართველი ინჟინერი, სპორტსმენი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შალვა ყიასაშვილი (დ. 1908, თბილისი — გარდაცვალების თარიღი უცნობია) — ქართველი ინჟინერი, სპორტსმენი.

1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო სამელიორაციო ინსტიტუტი.

1931 წელს მუშაობა დაიწყო კურორტ აბასთუმნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე; საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე — მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო სამმართველოს უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: ტაშისკარის, თეძამისა და კავთისხევის სარწყავი სისტემები, ტირიფონისა და ხალთვის სარწყავი სისტემების რეკონსტრუქცია; ახალგაზრდობაში იყო თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება