შალვა დავითაშვილი (არქიტექტორი)
შალვა გიორგის ძე დავითაშვილი (დ. 27 მაისი, 1916, თბილისი, — გ. 5 აგვისტო, 1995. იქვე) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არქიტექტორი (1967).
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1941). სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქსახპროექტში“, „კომუნპროექტში“, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ შენობათა თბილისის ზონალურ ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, „საქქალაქმშენსახპროექტში“ არქიტექტურული სახელოსნოების ხელმძღვანელად. მუშაობდა ტიპურ პროექტირებაში (პირველი მსხვილბლოკიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში — ვასილ ბარნოვის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას ქუჩებზე და სხვ.). ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი სოხუმში (1966), კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა კავშირების შემოქმედებითი სახლი ბიჭვინთაში (1966; ორივე გ. ჯაბუასთან ერთად), საქართველოს პროფკავშირების სახლი (ყოფ. შრომის სასახლე, ახლანდ. თბილისის მერია) თბილისში (1975; მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად), კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი ბორჯომში (1975; საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 278.