შალვა თეოფილეს ძე გორგასლიძე (დ. 23 სექტემბერი, 1917, სოფ. უსახელო, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 23 აგვისტო, 1991, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (მოკრივე). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951); საკავშირო კატეგორიის (1959) და საბჭოთა კავშირის საპატიო მსაჯი (1969) კრივში. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. კრივში ვარჯიში დაიწყო 1932 წელს (პირველი მწვრთნელი — თ. ფურცელაძე, შემდეგ გ. გასპარიანი და ა. გოლდშტეინი). 1937 წელს იყო საქართველოს ნაკრების წევრი, 1945 წელს კვლავ საქართველოს ნაკრების წევრი გახდა; მოიპოვა საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონობა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1944, მსუბუქ წონაში); 1937, 1938 და 1945 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობის მესამე პრიზიორი. საქართველოს 13-გზის ჩემპიონი. რინგზე ჩაატარა 149 ორთაბრძოლა, მოიგო 132, აქედან 24 ნოკაუტით.

წლების მანძილზე ამზადებდა საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის. 17 წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგედ.

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება