ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შავციხეციხესიმაგრე არტაანის პროვინციაში, თურქეთის რესპუბლიკა. შავციხე ისტორიული ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილია. ისტორიულ-გეორგაფიული თვალსაზრისით ის პალაკაციო შემადგენლობაში ექცევა, რომელიც ერთიანდებოდა ისტორიულ ჯავახეთში.

ტოპონიმი

რედაქტირება

"გურჯისტან ვილაეთის დიდი დავთრის" (1595 წ.) მიხედვით მას კარაკალე ეწოდება, რაც ქართული შავციხის პირდაპირი თურქული თარგმანია.[1] ამ კუთხით მისი შედარება თეთრციხესთან ერთიდაიგივე დასკვნის საშუალებას იძლევა - თურქებმა ციხეს თავიანთ ყაიდაზე გამოუცვალეს სახელი და მას მათთვის მისაღები ფორმით გადმოსცემენ. აღნიშნული სახელწოდება თავად ციხე-სიმაგრის ირვგლივ არსებული შავმიწა ნიადაგითა და მუქი შეფერილობის ქვების არსებობით უნდა ავხსნათ. თავად ციხე-სიმაგრის შემორჩენილი კედლები სწორედ მოყავისფრო და მოშავო ფერის ქვებითაა ნაგები. ციხე-სიმაგრის საშენ მასალად ამგვარი, მუქი ფერის ლოდების გამოყენების გამო ამ ნაგებობას შავციხის სახელწოდება დაუმკვიდრდა.

ისტორიული გეორგრაფია

რედაქტირება

შავციხე ჩრდილის ტბის მხრიდან ჯავახეთის ძირითად მხარეში გადასასვლელს აკონტროლებდა. ახლა ეს ტერიტორია საქართველო-თურქეთის საზღვარია. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორივე სახელმწიფოს მხრიდან. ანტიკურ ევროპაში, მსხვილი ქართული პოლიტიკური ერთეულის, ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებამდე საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი სამეფო არსებობდა. ამათგან შავციხე შეგვიძლია დავუკავშიროთ ურარტულ წყაროებში იგანის (იგანიეხი, ჰენიოხი), ზაბახაესა (ჯავახაე/ჯავახეთი) და ვიტერუხს (ვიძერუხი/ოძრხე). ის რომ აღნიშნული მხარე უფრო იგანის გაერთიანებაში იყო წარმოდგენილი ადასტურებს ჩრდილის ტბის სამხრეთ სანაპიროზე აღმოჩენილი წარწერები, რომლის მიხედვითაც ურარტუს მეფეები ამ მხარეში იგანის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ქალაქს, მაკალთუნის ეუფლებიან.[2] წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ჩრდილის ტბის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის თეთრციხე (იგანის სავარაუდო პოლიტიკური ცენტრი) და შავციხე იგანის შემადგენლობაშია წარმოდგენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  1. . ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. III, გვ. 383
  2. გ. მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველესი გაერთიანებები, გვ. 383; ანტიკური კავკასია: ენციკლოპედია. I, გვ. 36.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შავციხე“-დან